რეზონანსი
19.01.2020

"არა, არ ვბერდები, უბრალოდ დრო მიდის, მიდის და თვალებთან ღარები ჩნდებიან" - ასე პოეტურად აღიქვამს წლების დინებას 89 წლის ბლოგერი ლამარა აბჟანდაძე. სწორედ ამის ბრალია, რომ ორ საათში კომპიუტერი აითვისა.

თავის ნაფიქრალს, განცდილს ის პოსტის სახით ფეისბუქგვერდზე აქვეყნებს და აუდიტორიაც ჰყავს, იცნობენ, ეხმაურებიან, პრეზენტაციაზე ეპატიჟებიან. წარსულს არ მისტირის, უკეთესი მომავლის იმედი აქვს და სხვებსაც ურჩევს, მუდმივად ფიქრში, მოძრაობაში იყვნენ ანუ იქ, სადაც სიბერის ადგილი არ არის.

"2 წელია, რაც კომპიუტერთან ვმუშაობ. გურიაში ვიყავი ჩემს ქალიშვილთან. იქ არასამთავრობო ორგანიზაცია აქვს და ხშირად ვსტუმრობ ხოლმე. ერთ დღესაც მარტო დავრჩი სახლში. თავი ვერაფრით შევიქციე. მეზობლებთანაც ვერ გადავდიოდი, უცხო გარემო იყო ჩემთვის.

ქალიშვილმა მომიტანა კომპიუტერი და 2 საათი დამჭირდა ელემენტარულის ასათვისებლად. დღის ბოლოს უკვე იმდენი ვიცოდი, რომ პირველი პოსტი დავწერე. კარგად მახსოვს, ეს პოსტი "ქართულ მარშს" ეხებოდა. იმხელა აჟიოტაჟი ატყდა, თავადაც გავოცდი. რეჟისორმა, ანდრო დადიანმა დამირეკა და მითხრა, პოსტების წერა მშვენივრად გამოგდის, ერთი სცადე და ბლოგიც დაგვიწერეო.

"ყველაფერი, რაც არ მავიწყდება" - ასეთი სათაურით გამოქვეყნდა ჩემი პირველი ბლოგი, რომელიც ძირითადად ჩემს ბავშვობას, რეპრესიების წლებს, ომის პერიოდს უკავშირდება. ამ ნამუშევრით უამრავი ადამიანი დაინტერესდა. სხვა ბლოგერების ნამუშევრებსაც გადავხედე და გამიკვირდა, ამხელა გამოხმაურება მათ არ ჰქონიათ.

ყველა ადამიანს მოვუწოდებ, არამარტო ჩემი ხნისას, 60 წლის ზემოთ ვინც არიან, რომ გონება გაავარჯიშონ. მკვლევარი არ ვარ, მაგრამ პრაქტიკიდან ვხვდები, რომ გონების ვარჯიში ძალიან კარგად მოქმედებს ადამიანზე. ფიქრი, განსჯა, იმედი გვაცოცხლებს.

ამას წინათ ლექსი წავიკითხე და თითქოს ჩემზეა დაწერილი - "არა, არ ვბერდები, უბრალოდ დრო მიდის, მიდის და თვალებთან ღარები ჩნდებიან". ეს სიმართლეა. 90 წლის ვხდები. გადატანილი ემოციები მხრებზე ძალიან მძიმედ მაწევს, მაგრამ ცხოვრებას არ ვნებდები.

წყარო: "სარკე"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )