რეზონანსი
(10.11.2026)

ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა კაცი, სანდრო ენუქიძე ემსხვერპლა. როგორც ირკვევა, ის ეროვნული ნაკრების კაპიტნის, ხვიჩა კვარაცხელიას ბავშვობის მეგობარი იყო.

„სანდრიკ, წახვედი და წაიღე ბავშვობის მოგონებებიც...“ - წერს ფეხბურთელი.

ახალგაზრდა ბიჭს მეგობრები ემშვიდობებიან:

„ეჰ სანდრო, შენთან სიკვდილს რა უნდოდა! წავიდა იმ ქვეყანაში ჩვენი მეგობარი და უამრავ ადამიანს დაგვწყვიტა გული... სამარადისო ხსოვნა, ჩემო ძმაო“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე