რეზონანსი
(10.11.2026)

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ახალგაზრდა მამაკაცი, სანდრო ენუქიძე გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაცია, სოციალურ ქსელში, სანდროს ახლობლებმა გაავრცელეს.

"როცა დამირეკეს და მითხრეს, სანდრო აღარ გვყავსო, არ მჯეროდა... ვიმეორებდი: "ნუ მეღადავებით, არ მჯერა-მეთქი". როგორ მინდოდა, რომ უცებ ხმა ამოგეღო, გამოჩენილიყავი და გეთქვა: "ჯაჯ, ვხუმრობო"... როგორ მინდოდა, ეს ყველაფერი მხოლოდ ცუდი ხუმრობა ყოფილიყო, მაგრამ, სამწუხაროდ, ასე არ მოხდა... მუდამ ჩემს გულში იქნები. მიყვარხარ,"- წერს მეგობარი, ქეთა ჯაჯანიძე.

სანდრო ენუქიძე ხვიჩა კვარაცხელიას ბავშვობის მეგობარი იყო. ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში მისი ვიდეო გააზიარა. "სანდრიკ, წახვედი და წაიღე ბავშვობის მოგონებებიც…"- დაწერა ხვიჩამ.

top news

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე