რეზონანსი
(23.11.2026)

 ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ განაცხადა, რომ ალიანსში არავინ მიიჩნევს „კარგ იდეად" მისი საზღვრების 1997 წლის მდგომარეობით აღდგენას, როგორც ამას კრემლის წარმომადგენლები უკრაინაში ომის მშვიდობიანი დარეგულირების შესახებ მოლაპარაკებებზე მოითხოვენ, იუწყება The Guardian.

„1997 წლის მდგომარეობასთან დაბრუნება ნიშნავს კიდევ უფრო უკან, 1991 წლის საზღვრებთან დაბრუნებას", - ხაზგასმით აღნიშნა რუტემ. ამით მან მიანიშნა, რომ მოსკოვის მოთხოვნების შესრულება რუსეთისთვის გავლენის ყოფილი საბჭოთა ზონის დაბრუნების ტოლფასი იქნებოდა, რომელიც მთელ აღმოსავლეთ ევროპას მოიცავდა.

რუტემ ასევე „სახიფათო" უწოდა ინციდენტს, როდესაც სამმა რუსულმა Х-101 ტიპის რაკეტამ პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია.

ამასთან, ნატოს გენერალურმა მდივანმა შექმნილ ვითარებაში ალიანსის შესაძლო მოქმედებების შესახებ ცალსახა პასუხის გაცემისგან თავი შეიკავა.

„ამ საკითხზე კომენტარის გაკეთებას მხოლოდ მაშინ შევძლებ, როდესაც პოლონეთისა და ნატოს სხვა მოკავშირეების ერთობლივი მუშაობის შედეგად მოპოვებული მტკიცებულებები გვექნება", - განაცხადა ნიდერლანდელმა პოლიტიკოსმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე