რეზონანსი
(23.11.2026)

 "კომ­პა­ნია NVIDIA-მ ჯენ­სენ ჰუ­ან­გი აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე აღად­გი­ნა", - ინ­ფორ­მა­ცი­ას კომ­პა­ნია ავ­რცე­ლებს.

"NVIDIA-მ დღეს გა­მო­ა­ცხა­და, რომ ჯენ­სენ ჰუ­ან­გი კომ­პა­ნი­ის პრე­ზი­დენ­ტი­სა და აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე, ასე­ვე დი­რექ­ტორ­თა საბ­ჭოს წევ­რად და­უ­ყოვ­ნებ­ლივ აღ­დგა", - ნათ­ქა­მია კომ­პა­ნი­ის გან­ცხა­დე­ბა­ში.

"NVIDIA-ს დი­რექ­ტორ­თა საბ­ჭომ ჯენ­სენ ჰუ­ან­გის კომ­პა­ნი­ის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე დაბ­რუ­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო", - ასე ეხ­მა­უ­რე­ბა აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტი დო­ნალდ ტრამ­პი ჯენ­სენ ჰუ­ან­გის კომ­პა­ნია NVIDIA-ს აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი­სა და პრე­ზი­დენ­ტის თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე აღ­დგე­ნას.

"ქვე­ყა­ნას NVIDIA-ში ჯენ­სენ ჰუ­ან­გის მმარ­თვე­ლო­ბა სჭირ­დე­ბა, რათა უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი იყოს არა მხო­ლოდ კომ­პა­ნი­ის, არა­მედ ამე­რი­კის ეკო­ნო­მი­კის წარ­მა­ტე­ბა და კე­თილ­დღე­ო­ბა. აშშ-ის მთავ­რო­ბას არ აქვს სა­ფუძ­ვე­ლი იფიქ­როს, რომ ჯენ­სენ ჰუ­ან­გის NVIDIA-ში დაბ­რუ­ნე­ბა ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის­თვის რა­ი­მე სა­ხის საფრ­თხეს წარ­მო­ად­გენს. აშშ-ის გე­ნე­რა­ლურ­მა პრო­კუ­რორ­მა და­ა­დას­ტუ­რა, რომ აშშ-ის მთავ­რო­ბას არ აქვს რა­ი­მე მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა იმი­სა, რომ მან უკა­ნო­ნო ქმე­დე­ბა ჩა­ი­დი­ნა", - წერს ტრამ­პი Truth Social-ზე.

ასე­ვე, მისი თქმით, ჯენ­სენ ჰუ­ანგს პი­რა­დად იც­ნობს და ის "დი­დე­ბუ­ლი პატ­რი­ო­ტია".

ცნო­ბის­თვის, ჯენ­სენ ჰუ­ან­გმა კომ­პა­ნია NVIDIA-ს აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა 12 ნო­ემ­ბერს და­ტო­ვა.

ჯენ­სენ ჰუ­ან­გის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­დად­გო­მა სკან­დალს მოჰ­ყვა, რო­მე­ლიც ჰუ­ან­გის პი­რად ცხოვ­რე­ბა­სა და ჩი­ნე­თის სა­სარ­გებ­ლოდ შე­საძ­ლო ჯა­შუ­შო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ გა­მო­ძი­ე­ბას უკავ­შირ­დე­ბა. მა­ნამ­დე, ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ჯენ­სენ ჰუ­ანგს კავ­ში­რი ჰქონ­და ელის ჰუ­ან­გთან. ამ უკა­ნას­კნელს ამე­რი­კუ­ლი დაზ­ვერ­ვა ჩი­ნე­თის სპეც­სამ­სა­ხუ­რებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­ში ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლად მი­იჩ­ნევს

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე