რეზონანსი
(23.11.2026)

ილია თოფურია კვლავ ყურადღების ცენტრშია, ამჯერად მიზეზი ქართველი მებრძოლის პირადი ცხოვრებაა. გავრცელებული ინფორმაციით ილიას ახალი რჩეული ჰყავს, რომელიც მოცეკვავე და მოდელია. როგორც ირკვევა, საუბარია ანსამბლ „სუხიშვილების“ მოცეკვავე ლინა სიჭინავაზე.
ლინამ სოციალურ ქსელში გამომწერებს ახალი კადრები გაუზიარა, სადაც ილია თოფურიამ კომენტარი გააკეთა,
რომელსაც უამრავი გამოხმაურება მოჰყვა.
ქართველი მებრძოლის კომენტარმა კიდევ ერთხელ მიიქცია გამომწერების ყურადღება და წყვილის შესაძლო ურთიერთობის შესახებ საუბარი განაახლა.
აღსანიშნავია, რომ ილია თოფურიასა და ლინა სიჭინავას ურთიერთობის შესახებ ოფიციალური განცხადება თავად წყვილს ამ დრომდე არ გაუკეთებია.
დაიჯესტი
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


