რეზონანსი
(22.07.2022)

შეერთებული შტატების გაერთიანებული შტაბის თავმჯდომარის, მარკ მილის განცხადებით, რუსეთმა აშშ-ის მიერ მიწოდებული ვერც ერთი HIMARS-ის განადგურება ვერ მოახერხა.

"ისინი [უკრაინელები] ამ სისტემას ძალიან ეფექტურად იყენებენ", - თქვა მან.

მანამდე, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ HIMARS სისტემას მნიშვნელოვანი გავლენა აქვს იმაზე, რაც უკრაინაში ფრონტის ხაზზე ხდება.

ოთხშაბათს თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა თქვა, რომ აშშ უკრაინას დამატებით 4 ახალი მობილობის საარტილერიო-სარაკეტო სისტემას გადასცემს. ეს აშშ-ის მიერ გაგზავნილ HIMARS 16-მდე გაზრდის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე