რეზონანსი
(22.07.2022)

რიგგარეშე სესიაზე პრეზიდენტის მიერ გამოთქმულ კრიტიკას ვერ მივიღებთ, რამდენადაც მუშაობა არ შეგვიწყვეტია; სამწუხაროდ, პრეზიდენტიც შეუერთდა ზოგიერთის როყიო განცხადებებს, რომ დასასვენებლად და გასარუჯად წავედით, - განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ საქართველოს პირველი არხისთვის პრეზიდენტის მიერ მიცემული ინტერვიუს შეფასებისას.

ვოლსკის მიაჩნია, რომ სალომე ზურაბიშვილი შეცდომაშია შეყვანილი და სრული ინფორმაცია არ ჰქონდა.

„ჩვენ ვფიქრობთ და გვინდა, რომ ასე იყოს, რომ ის შეცდომაშია შეყვანილი და სრული ინფორმაცია არ ჰქონდა, რომ კომიტეტები მუშაობას აგრძელებენ. სჯობდა, მას ერთი, ორი ან მეტი განცხადება გაკეთებინა იმაზე, რომ ამ კომიტეტებში ერთად ყოფნაა საჭირო, რაც მიმდინარეობს. ის, რაც პრეზიდენტმა გააკეთა, ეს იყო მინიშნება, თითქოს არაფერი კეთდება და უმრავლესობა დასასვენებლად წავიდა. რაც შეეხება სამუშაო ფორმატებში მის ჩართვას, არ უნდა ეცადოს, რომ თავის საკონსტიტუციო უფლებამოსილებას გადააჭარბოს. ფუნქცია-მოვალეობების არევა ქვეყანას ცუდ დაღს ამჩნევს. არასდროს არ მონდომებია გერმანიის პრეზიდენტს ჩართულიყო ისეთ პროცესებში, რომელიც ბუნდესტაგში მიმდინარეობს და მას აბსოლუტურად არ ეხება", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე