გიორგობის დღესასწაულის გამო, 6 მაისს მიცვალებულთა საფლავზე გასვლასთან დაკავშირებით აკრძალვა არ არსებობს. მართლმადიდებლური წესით, მიცვალებულთა მოსახსენიებლად და საფლავზე გასასვლელად ბრწყინვალე შვიდეულის შემდეგი სამშაბათია დადგენილი.
აღდგომის შემდეგ ორშაბათს კი, კათოლიკოს-პატრიარქმა მრევლს საფლავებზე გასვლის კურთხევა იმის გამო მისცა, რომ აღდგომა გლოვის დღედ არ აქციონ.
წელს მიცვალებულთა საფლავებზე გასვლის დღე წმ. გიორგის დღესასწაულს ემთხვევა. არანაირი აკრძალვა არ არსებობს, რომ გიორგობის გამო მოსახლეობა თავისი მიცვალებულების საფლავებზე არ გავიდეს”, – აცხადებენ საპატრიარქოში.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე