რეზონანსი
(18.05.2024)

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ნინო ცაავა უნივერსიტეტში წინასწარ დაგეგმილ მორიგ პროვოკაციაზე „ქრონიკასთან" საუბრობს.

მისი განცხადებით, ოპოზიციური პარტიების მიერ მართულმა ახალგაზრდებმა ირაკლი კობახიძის ლექციის ჩაშლა სცადეს და მათი მხრიდან ადგილი ჰქონდა სხვადასხვა სახის პროვოკაციებს.

„ბატონ პრემიერს უნდა წაეკითხა ლექცია, მოგვიწყვეს პროვოკაცია, არ მოგვცეს სტუდენტებს შესვლის შესაძლებლობა. მათი მხრიდან ადგილი ჰქონდა სხვადასხვა სახის პროვოკაციებს. მაინც შევძელით, შევსულიყავით და მიგვეღო განათლება. სამწუხაროდ, ეს ახალგაზრდები არიან გამოყენებული და იმართებიან ოპოზიციური ძალების მიერ", - ამბობს სტუდენტი ნინო ცაავა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე