რეზონანსი
(18.05.2024)

იმპიჩმინტირებულმა, მაგრამ კოლექტიური ნაცმოძრაობის, მიერ პრეზიდენტობა შენარჩუნებულმა სალომემ, დღეს კიდევ ერთი პენალტი გაიტანა საკუთარ კარში!- ასე ეხმაურება ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე „გამჭვირვალობის კანონზე" სალომე ზურაბიშვილის ვეტოს.

ექსპერტის თქმით, ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ ქვეყანაში არსებული დესტრუქციული ძალის შემუშავებული ლოზუნგი-სტიგმა „არა რუსულ კანონს" გუბაზასა და ელისაშვილივით სრული სიყალბეა და მხოლოდ კეზერაშვილისნაირებისათვის ფულის გამოძალვას ისახავს მიზნად!

„იმპიჩმინტირებულმა, მაგრამ კოლექტიური ნაცმოძრაობის, მიერ პრეზიდენტობა შენარჩუნებულმა სალომემ, დღეს კიდევ ერთი პენალტი გაიტანა საკუთარ კარში! გარე პატრონების მიერ ამ მეხუთე კოლონისთვის გამზადებულმა ლიდერმა მკაფიოდ დაადასტურა, რომ არც მას და არც მასზე დაქვემდებარებულ ლომჯარია-გიგაურების დაკვეთით მოქმედ მოპროტესტეებს კანონის მიმართ არ გააჩნიათ არავითარი მოტივირებული სამართლებრივი შენიშვნები! ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ ქვეყანაში არსებული დესტრუქციული ძალის შემუშავებული ლოზუნგი-სტიგმა "არა რუსულ კანონს" გუბაზასა და ელისაშვილივით სრული სიყალბეა და მხოლოდ კეზერაშვილისნაირებისათვის ფულის გამოძალვას ისახავს მიზნად! რაც შეეხება იმპიჩმენტირებულ უსამშობლო სალომეს. მან საკუთარი ქმედებით კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ის პრეზიდენტი, როგორც ასეთი სრულიად შიშველია! შიშველი და ამიტომაც ეშინია გამჭირვალეობის კანონის და დაადო მას მისდა სამარცხვინოდ "ვეტო"! რაც აუცილებლად დაიძლევა და კანონი უახლოეს მომავალში დაიწყებს საქართველოს სახელმწიფოს სუვერენიტეტის განმტკიცებისათვის მოქმედებას!"- წერს ედიშერ გვენეტაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე