რეზონანსი
(19.05.2024)

გიორგი ყიფშიძე ამბობს, რომ მამასთან, ზურა ყიფშიძესთან დაკავშირებით ზედმეტი ილაპარაკა. ამის შესახებ გიორგი სოციალურ ქსელში წერს და იმედს გამოთქვამს, რომ მამა ამ ინტერვიუს აპატიებს.

„ნუ ხო! რაც არის ეგ არის… იმედი მაქვს მაპატიებს ამ ინტერვიუს!!! მე უკვე ვაპატიე რაზეც ბრაზი მქონდა!!! ეხლა რომ ვუსმენ ჩემ თავს… ცოტა არ იყოს ზედმეტი მომსვლია ზურაზე ტლიკინი!!!“ – წერს გიორგი ყიფშიძე.

ცნობისთვის, გიორგი ყიფშიძემ ნიკოლოზ წულუკიძის რუბრიკაში გულახდილად წინა თვეში ისაუბრა. იგი ამბობდა, რომ მამას უკვე 1 წელია არ ელაპარაკებოდა და მას და ზურას მეგობრობა არ გამოსდიოდათ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე