„ოცნების" მორიგი საკამათო გადაწყვეტილება და მისი შესაძლო პოლიტიკური შედეგები
მარიამ ვეკუა
(31.01.2026)

ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების ნაწილის მიერ „ავტორიტარიზმისკენ გადადგმულ ნაბიჯად" შეფასებული საკანონმდებლო ცვლილებები პოლიტიკური დღის წესრიგის ცენტრში მოექცა. მმართველი გუნდი ამტკიცებს, რომ ცვლილებების მიზანი ქვეყნის შიდა პოლიტიკაში გარე ჩარევის აღკვეთაა, ხოლო ოპონენტები კანონპროექტებს უპრეცედენტო შეზღუდვებად აფასებენ და მის შესაძლო მძიმე პოლიტიკურ შედეგებზე საუბრობენ.

„ქართული ოცნების" წარმომადგენელმა ირაკლი კირცხალიამ 28 იანვარს საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის შემდეგ განაცხადა, რომ რამდენიმე საკანონმდებლო ცვლილება მომზადდა. კერძოდ, კირცხალიას თქმით, „გრანტების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილება შედის, წესდება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, დასჯადი ხდება გარე ლობიზმი. ასევე საკანონმდებლო ცვლილებები მომზადდა „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონში და მეწარმე სუბიექტის საჯარო პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებით.

ოპოზიციაში ეს ცვლილებები კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს. აღნიშნავენ, რომ ასეთი „აკრძალვა თანამედროვეობის ყველაზე უარეს დიქტატორებსაც არ მოსვლიათ თავში".

ანალიტიკოსების შესაფასებები ამ საკითხზე არაერგვაროვანია. ნაწილი მიიჩნეწს, რომ ხელისუფლება მომავალი პოტენციური რეპრესიებისთვის სამართლებრივ საფუძვლებს ამზადებს. მეორე ნაწილის აზრით კი, „ოცნების" მთავარი მიზანია ქვეყნის შგნით პოლიტიკური აქტივობების უცხოეთიდა დაფინანსების „შემოვლითი გზების" გადაკეტვა.

„ოცნების" არგუმენტები

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ შეზღუდვები შეეხება ნებისმიერი სახის პოლიტიკურ აქტოვობას, რომელიც იცხოეთიდან ფინანსდება.

„ერთადერთი, რაც იზღუდება, არის რა - რომ უცხოური დაფინანსებით არ შეიძლება პოლიტიკურ აქტივობებს აწარმოებდნენ ჩვენს ქვეყანაში. მარტო პოლიტიკური აქტივობაა არასამთავრობო ორგანიზაციების დასაქმების სფერო? თუ პოლიტიკური აქტივობა უნდათ, კეთილი ინებონ და ეს ყველაფერი გააკეთონ ქართული საზოგადოების და არა უცხოური ძალების მხარდაჭერით", - განაცხადა კობახიძემ.

პრემიერს სოციალურ ქსელში აქტივობებთან და ინფლუენსერებთან დაკავშირებითაც დაუსვეს კითხვა, რაზეც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ პოლიტიკური შინაარსის „პოდკასტისთვის" უცხოური დაფინანსება არ უნდა მიიღონ.

 

  • ირაკლი კობახიძე: „თუ პოლიტიკური შინაარსის „პოდკასტი" ვრცელდება და მისი რეკლამირება ფინანსდება ქვეყნის გარედან, ეს არის თავის შინაარსით პოლიტიკის ქვეყნის გარედან დაფინანსება, რაც ქვეყნის სუვერენიტეტის პრინციპის დარღვევაა".

უფრო კონკრეტულად კი, კობახიძის თქმით, თუ პოლიტიკური შინაარსის „პოდკასტი" ვრცელდება და მისი რეკლამირება ფინანსდება ქვეყნის გარედან, ეს არის „თავის შინაარსით პოლიტიკის ქვეყნის გარედან დაფინანსება, რაც ქვეყნის სუვერენიტეტის პრინციპის დარღვევაა".

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ვერავინ შეძლოს, საქართველოს შიდა პოლიტიკურ საქმიანობაში გარედან ჩაერიოს.

„უკვე აღარაფერს ერიდებიან, პირდაპირ ამბობენ, რომ ეძებენ შავ ხვრელებს იმისთვის, რომ საქართველოში პოლიტიკის დასაფინანსებლად შემოიტანონ თანხები სხვადასხვა ფორმით და გზით. ეს წარმოუდგენელია. არცერთი ნორმალური, განვითარებული ქვეყანა ამას თავის მოქალაქეებს არ აკადრებს და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს. ჩვენც, რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ გარედან ჩარევა მაქსიმალურად შეიზღუდოს", - განაცხადა კალაძემ.

რამდენად საფუძვლიანია კრიტიკა

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძეს აზრით, ის კრიტიკა, რასაც ოპოზიციონერები საკანონმდებლო ცვლილებებზე აჟღერებენ, საფუძვლიანია:

„ცხადია, კანონმდებლობის თვალსაზრისით, ჩვენ უკვე მივადექით იმ ზღვარს, როდესაც კანონმდებლობა, ფაქტობრივად, ჩამოყალიბდა ისე, როგორც არის დიქტატორულ ქვეყნებში. უკვე ავტორიტარიზმის ფარგლებსაც გასცდა.

„ნებიმიერი ის შეფასება, რომელიც კეთდება - არასამთავრობო ორგანიზაციები იქნება, ცალკეული ექსპერტები, თუ პოლიტიკური ოპოზიციური პარტიები - რა თქმა უნდა, სწორია. ფაქტობრივად, ეს ნიშნავს, რომ პოლიტიკური ცხოვრება ქვეყანაში არის აკრძალული. იქამდეც კი მივიდნენ, რომ ქუჩაში დგომაც არ შეიძლება, რაც კომუნისტების დროსაც არ ყოფილა."

განსხვავებულად ფიქრობს ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე.

„სად აკრძალვა და სად გამჭვირვალეობა გარედან შემოსულ ფინანსებთან დაკავშირებით... ეს არის უბრალოდ ლუსტრაცია, თვითმხილებაა ანტიეროვნული ძალების მხრიდან, რომელსაც მე არასდროს ვუწოდებ ოპოზიციას, სულ ამით არიან ძალაუნებურად დაკავებული. იმის იმედით არიან, რომ დასავლეთიდან ზოგიერთი პარტნიორისგან მიიღებენ ფულს, ამას გამოიყენებენ სათანადოდ და საკმაოდ დიდი თანხები მათ დარჩებათ", - განაცხადა მამრაძემ.

რეალური მიზეზი

ვახტან ძაბირაძე ამბობს, რომ რეალურად ხელისუფლება მომავალი ახალი რეპრესიებისათვის საკანონმდებლო ბაზას ამზადებს.

„აქ ლაპარაკი არ არის მხოლოდ ფულზე. ხელისუფლება საუბრობს, რომ გადმორიცხვით ფული თუ ვინმემ მიიღო, ეს ფული პოლიტიკურ საქმიანობას თუ მოხმარდადა ა.შ. - ეს ყველაფერი ბლეფია. „ოცნებას" სრულად წესრიგში მოჰყავს საკანონმდებლო ბაზა, რომ შემდეგ რეპრესიები განახორციელოს. რამდენად შეძლებს - ეს სხვათ თემაა, მაგრამ საკანონმდებლო ბაზას ნამდვილად ამზადებს.

„ის კანონი, ბოლოს რაც მიიიღეს ამ გადარიცხვებთან დაკავშირებით, ეს ყველაფერი ანტურაჟია. ამას იმიტომ საუბრობენ, რომ საზოგადოებაში გამოწვეული უკმაყოფილება რამენაირად შეარბილონ.

 

 

  • ვახტანგ ძაბირაძე: „კანონს მიიღებენ, ეს კანონი მყისიერად არ ამოქმედდება, მაგრამ გარკევული დროის შემდეგ, საკანონდმებლო ბაზა მზად იქნება იმისთვის, რომ რეპრესიების განხორციელება დაიწყოს".

„კანონს მიიღებენ, ეს კანონი მყისიერად არ ამოქმედდება, მაგრამ გარკევული დროის შემდეგ, საკანონდმებლო ბაზა მზად იქნება იმისთვის, რომ რეპრესიების განხორციელება დაიწყოს", - განაცხადა ძაბირაძემ.

პეტრე მამრაძე მიიჩნევს, რომ ეს საკანონმდებლო ცვლილებები არასამთავრობო სექტორის საზღვარგარეთიდან დაფინანსების „შემოვლითი გზების" გადაკეტვას ისახავს მიზნად.

„იმ შედეგებს გამოიწვევს, რასაც მარტა კოსი და სხვებიც ამბობდა - რომ „გაჭირდა ფულის შეტანა „ჩვენი არასამთვრობებისათვის" საქართველოში, ახლა უნდა ვეძებოთ სხვა გზები, რომ ისინიც არ დავაზიანოთ და საქმეც გაკეთდეს". „საქმეში" რას გულისხმობენ, ვიცით - პროტესტების ორგანიზაებას და ა.შ.

„მე არ მაქვს დრო და ინტერესი, რომ ამ საკანონმდებლო ცვლილების ყველა პუნქტი შევისწავლო, თუმცა მიზანი აშკარაა - რომ აი, ეს შემოვლითი გზები არ არსებობდეს. არავინ არ უშლის ხელს ნორმალური დარგობრივი „ენჯეოების" მუშაობას, ჯანდაცვა იქნება ეს , ეკოლოგია, თუ სხვა. მე რაც ვიცი, არავითარი შეფერხება არავის არ აქვს", - განაცხადა მამრაძემ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე