რეზონანსი
(01.02.2026)

როგორც ჩანს, რუსეთის მიერ Starlink-ის უნებართვოდ გამოყენების შესაჩერებლად ჩვენ მიერ გადადგმულმა ნაბიჯებმა იმუშავა, - ამის შესახებ ამერიკელი მილიარდერი და SpaceX-ის აღმასრულებელი დირექტორი, ილონ მასკი სოციალურ ქსელში წერს.

„როგორც ჩანს, რუსეთის მიერ Starlink-ის უნებართვოდ გამოყენების შესაჩერებლად ჩვენ მიერ გადადგმულმა ნაბიჯებმა იმუშავა. შეგვატყობინეთ, თუ კიდევ მეტის გაკეთებაა საჭირო", - წერს მასკი X-ზე.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ აშშ-ში დაფუძნებულმა „ომის შესწავლის ინსტიტუტმა" განაცხადა, რომ რუსეთის არმია Starlink-ის თანამგზავრებს უკრაინის ტერიტორიაზე დრონებით თავდასხმების განსახორციელებლად იყენებს.

ხუთშაბათს, უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, მიხაილ ფედოროვმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ უკრაინა SpaceX-თან ერთად მუშაობს, რათა რუსეთის მიერ დრონებისთვის Starlink-ის ინტერნეტ სისტემის გამოყენება შეეჩერებინა. ასევე, ფედოროვმა ილონ მასკს აღნიშნულ საკითხზე სწრაფად რეაგირებისთვის მადლობა გადაუხადა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე