
SpaceX-ისა და Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორის, ილონ მასკის თქმით, უკრაინაში რუსეთის მიერ Starlink-ის "უნებართვო გამოყენება" აღკვეთეს.
ამის შესახებ მასკმა უკრაინის თავდაცვის მინისტრის, მიხაილო ფედოროვისთვის X-ზე გაცემულ პასუხში ილაპარაკა.
"როგორც ჩანს, ნაბიჯებმა, რომლებიც რუსეთის მიერ Starlink-ის უნებართვო გამოყენების აღსაკვეთად გადავდგით, იმოქმედა. გაგვაგებინეთ, თუ მეტის გაკეთება არის საჭირო". - დაწერა მასკმა.
მანამდე, ფედოროვმა მასკსა და SpaceX-ის პრეზიდენტს, გვინ შოტველს სწრაფი პასუხისთვის მადლობა გადაუხადა და ,,უკრაინელი ხალხის ჭეშმარიტი მეგობარი" და "თავისუფლების ჭეშმარიტი დამცველი" უწოდა.
"უკრაინულ ქალაქებში Starlink-თან კავშირით აღჭურვილი რუსული დრონების შესახებ ცნობებიდან რამდენიმე საათში, თავდაცვის სამინისტრო SpaceX-ს დროულად დაუკავშირდა და პრობლემის მოგვარების კონკრეტული გზები შესთავაზა.
მადლობელი ვარ SpaceX-ის პრეზიდენტის და პირადად ილონ მასკის მიმართ მათი სწრაფი პასუხისთვის და გამოსავალზე მუშაობის დაუყოვნებლად დაწყებისთვის. ილონ მასკის გადაწყვეტილება, რომ სრულმასშტაბიანი შეჭრის დასაწყისში Starlink მყისიერად აემოქმედებინა და ტერმინალების პირველი პარტია გაეგზავნა უკრაინისთვის, ჩვენი სახელმწიფოს გამძლეობისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო.
პირველი ნაბიჯებს რეალური შედეგები უკვე მოჰყვა. თქვენს გუნდთან ძალიან ახლოს ვმუშაობთ შემდეგ მნიშვნელოვან ნაბიჯებზე. მადლობა იმისთვის, რომ ჩვენს გვერდით დგახართ. თავისუფლების ჭეშმარიტი დამცველი და უკრაინელი ხალხის ჭეშმარიტი მეგობარი ხართ". - დაწერა ფედოროვმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



