
პოლიტიკოსისთვის დებატები ისეთია, როგორც ფეხბურთელისთვის საფეხბურთო მატჩი, შესაბამისად პრობლემა ის არის, რომ აქამდე არ არის პოლიტიკური დებატები და ძალით არის მკვდარი პოლიტიკური სივრცე, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“„გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ დებატებზე საუბრისას.
მისივე თქმით, თუ დებატები სწორად ჩატარდა, ან საერთოდ ჩატარდა და ნამდვილად დებატები იქნა, პოლიტიკოსებს დაეხმარება იმაში, რომ მათი აზრი მიუტანონ მაყურებელს.
„ეს იმდენად ელემენტარული რაღაც არის, რომ ჩემთვის ის უფრო გასაკვირია აქამდე ხელისუფლებას თუ არა ოპოზიციას რატომ არ მოუვიდა თავში აზრად დებატების ჩატარება.
ყოველთვის იარსებებენ ადამიანები, რომლებსაც უბრალოდ შეიძლება ინტელექტი არ ჰყოფნით, ან წარსული არ აძლევთ საშუალებას, რომ თანასწორად დებატებში მიიღონ მონაწილეობა, მაგალითად ჩვენი ქალბატონი მეხუთე პრეზიდენტი, რომელიც ხალხს მოუწოდებს, რომ დებატები არ იყოს. მე მესმის, რომ ქალბატონი სალომე უბრალოდ მისი უნარებიდან გამომდინარე ვერანაირ დებატებში ვერ მიიღებს მონაწილეობას, მაგრამ ვიღაცას შეიძლება უნარი აღმოაჩნდეს და იმ ადამიანებზე იმის თქმა, რომ „ქართულ ოცნებასთან“ დებატები საერთოდ არ შეიძლება, მაშინ ერთი წელია ებრძვიან და ვერ დაამარცხეს“, - აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



