რეზონანსი
(01.02.2026)

ვინც ქუჩაში დგას, იმათ არც უნდათ ამ დებატებში მონაწილეობის მიღება, რადგან დებატები ერთგვარად აზრის გამოხატვის ცივილიზებულ ფორმას ქმნის, - განაცხადა გადაცემაში „იმედი კვირა“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა.

მისივე თქმით, გარკვეული ძალების ინტერესი სწორედ ეს არის, რომ იყოს პოლარიზაცია, მუდმივი დაძაბულობა, ყველაფერთან დაკავშირებით იყოს არა აზრთა გაცვლა-გამოცვლა, არამედ ერთგვარი საპროტესტო მუხტის აწევის ძიების გზები.

„ჩვენ უკვე დავინახეთ, რომ გარკვეულმა რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა, ამა თუ იმ მიზეზით ამ დებატებზე ფაქტობრივად უარი განაცხადეს“, - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დებატის საჭიროებისა და მნიშვნელობის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.

„ჩვენ უნდა დავაბრუნოთ საჯარო დისკუსია საზოგადოებრივ ცხოვრებაში, რაც სრულყოფილი დემოკრატიის ფუნქციონირებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, - აცხადებს პრემიერი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე