ელზა პაპოშვილი
14.07.2024

ლილოში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ახალი გარემოებები ხდება ცნობილი. პროკურორ ლევან ვეფხვაძის განცხადებით, გარდაცვლილი 21 წლის ქეთევან ჯავახიშვილის არასრულწლოვანმა დამ სასაამრთლო სხდომაზე დაადასტურა, რომ მის დაზე ბრალდებულმა ოთარ ცინდელიანმა ფიზიკურად იძალადა.  

ელზა პაპოშვილი
13.07.2024

„ქართულ ოცნებაზე“ დასავლეთიდან წამოსული ზეწოლა ყოველდღიურ სახეს იღებს. მას შემდეგ, რაც ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ საქარვეელოს თავდაცვისთვის გამოყოფილი 30 მილიონი ევრო გაიყინა და ის მესამე სექტორის განვითარებას მოხმარდება, დახმარების შეჩერებაზე განცხადებები გერთმანიისა და  საფრანგეთის ელჩებმაც  გააკეთეს. 

ელზა პაპოშვილი
12.07.2024

 რას ემსხვერპლა 17 წლის ახალგაზრდის სიცოცხლე? ბათუმში მომხდარი უბედური შემთხვევის საქმეზე გამოძიება გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო. ახლა სწორედ გამოძიებამ უნდა გასცეს მთავარ კითხვას პასუხი, იყო თუ არა ადგილზე, სადაც სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობდა, უსაფრთხოების ნორმები დაცული. 

ელზა პაპოშვილი
12.07.2024

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, უზრა ზეიას ვიზიტი საქართველოში დასრულებულია. ბლინკენის მოადგილე პოლიტიკურ სპექტრთან  და მესამე  სექტორთან შეხვედრების შემდეგ ბოლოს პრემიერ ირაკლი კობახიძეს შეხვდა. შეხვედრის შესახებ ინფორმაციას პრემიერის ადმინისტრაცია ავრცელებს. ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრისას საუბარი შეეხო აშშ-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობას და მრავალი წლის განმავლობაში სხვადასხვა სფეროში წარმატებულ თანამშრომლობას, ასევე ბოლო პერიოდში არსებულ გამოწვევებს.

ნატალია ჯვარიძე
12.07.2024

ნატო-ს ვაშინგტონის სამიტზე წევრი ქვეყნების ლიდერმა, ასევე ევროკავშირმა და იაპონიამ ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომელიც უკრაინის მხარდაჭერის ვალდებულებებს მოიცავს. ამას უერთდებიან ამერიკის სხვა მოკავშირეები, მათ შორის ავსტრალია. როგორ წარიმართება ამის შემდგომ პროცესები და აისახება თუ არა ეს ბრძოლის ველზე?

ნატალია ჯვარიძე
12.07.2024

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მედიასთან ბრიფინგისას საფრანგეთის ელჩის განცხადებას გამოეხმაურა და თქვა, რომ საფრანგეთიდან ამ ქვეყნიდან არანაირი პირდაპირი საბიუჯეტო დაფინანსება არ არსებობს. ნატოზე საუბრისას აღნიშნა, რომ ალიანსი საქართველოს 16 წელია გაწევრიანებას ჰპირდება, თუმცა გადაწყვეტილებას არ იღებს. მან ასევე ოპოზიციაზეც ისაუბრა და „ნაცმოძრაობის" ქმედებებს დაბნეულობის ტაქტიკა უწოდა.

ირმა ჩიტაია
11.07.2024

ლარის კურსი თითქმის დაუბრუნდა თავის ძველ ნიშნულს. პოლიტიკური ვნებათაღელვის ჩაცხრობისა და ზაფხულის სეზონის დადგომასთან ერთად, ეროვნული ვალუტა დღითი დღე მყარდება. საკითხს უკვე პრემიერიც გამოეხმაურა და პირველად აღნიშნა, რომ ის, რაც ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში ხდებოდა, სპეკულაციისა და აჟიოტაჟის შედეგი იყო.

ელზა პაპოშვილი
11.07.2024

გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, 13 წლის გოგონას გაუპატიურების ფაქტზე  ბიძა დამნაშავედ ცნო და 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.  

უწყების ცნობით, მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულმა 18 იანვარს, გურჯაანის რაიონის სოფელ ჯიმითში მდებარე ფერმაში, 13 წლის არასრულწლოვანი გააუპატიურა.  

ელზა პაპოშვილი
11.07.2024

რისთვის ჩამოვიდა ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილე უზრა ზეია საქართველოში, რომელიც ხელისუფლებასთან და ოპოზიციასთან შეხვედრებს მართავს. რა გზავნილები ჩამოიტანა ზეიამ საქრათველოში, რომელიც პრემიერ მინისტრ ირაკლი კობახიძეს 12 ივლის შეხვდება. ანალიტიკოსები „რეზონანსთან“ თანხმდებიან იმაზე, რომ ზეია „ოცნების“ გასაფრთხილებლად  ჩამოვიდა და დიდი  ალბათობით, ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ სიტუაციას ადგილზე გაეცნობა.   

ნატალია ჯვარიძე
11.07.2024

ბოლო დღეებში საუბარი მიდის „ლელოსა" და გიორგი გახარიას „საქართველოსთვის" გაერთიანებაზე. ჯერჯერობით თავად მხარეებს განცხადება არ გაუკეთებიათ. ამ საკითხზე ანალიტიკოსების გარკვეული ნაწილი ფიქრობს, რომ გამორიცხული არაა ორივემ შინაგანი ბარიერი გადალახონ და დასავლეთის ზემოქმედებით ერთად დადგნენ. მეორე ნაწილი კი ვარაუდობს, რომ გაერთიანების შემთხვევაში ეს პოლიტიკური ჯგუფი ოპოზიციაში პირველობისთვის იბრძოლებს.

გვანცა წულაია
11.07.2024

ეკონომიკურმა განვითარებამ ბიუჯეტის ზრდის შესაძლებლობაა გააჩინა. სწორედ ამიტომ, მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის ბიუჯეტი 519 მილიონი ლარით გაიზრდება. თანხა გადანაწილდება და სხვადასხვა სტუქტურაში მოხმარდება. აღსანიშნავია, რომ ხარჯვითი ნაწილი იმაზე მეტად მოიმატებს, ვიდრე რამდენიმე დღის წინ ფინანსთა მინისტრმა ივარაუდა.

გვანცა წულაია
11.07.2024

თბილისის მერიაში სატრანსპორტო პოლიტიკით თავს იწონებენ, მაგრამ მარტოოდენ ავტობუდების რაოდენობის გაზრდით დედაქალაქის ქუჩებში გაადგილება ვერ გვარდება. საცობი თბილისის ყოველდღიურობად იქცა, ამიტომ დარგის სპეციალისტები მეტროპოლიტენის განვითარებაზე საუბრობენ. 


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×