ქეთო გოგოხია 10.06.2024
ქართველი ჩინოვნიკების მიმართ დაწესებული სანქციები ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე არსებით გავლენას ვერ მოახდენს. როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, ეკონომიკური პარამეტრები მეტ-ნაკლებად მწყობრშია და ცალკეული პირების დასანქცირება ამ მდგომარეობას ვერ გააუარესებს. მით უმეტეს, რომ სანქციები ისედაც ბუნდოვანია და ბევრი დეტალი გაურკვეველია.
|
ირმა ჩიტაია 06.06.2024
თხილის სეზონური სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. მოსავალი ამ ეტაპისთვის დამაკმაყოფილებელია და შარშანდელთან შედარებით მეტაც ელოდებიან. თუმცა ფერმერებისთვის ფაროსანა, სოკო და თხილთან დაკავშირებული სხვა საკითხები კვლავ გამოწვევად რჩება. პრობლემის აღმოსაფხვრელად აუცილებელია აქტიური შეწამვლა, რასაც ფერმერები რიგიანად არ ახორციელებენ.
|
ქეთო გოგოხია 06.06.2024
ლარი სპეკულაციური, პოლიტიკური და ფსიქოლოგიური ფაქტორების გავლენის ქვეშ რჩება. მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ ვალუტას რეალური წნეხი მოეხსნა და მდგომარეობაც მეტ-ნაკლებად სტაბილურდება, კურსი გაუფასურებას აგრძელებს. გუშინ ,,ბლუმბერგის" პლატფორმაზე კურსი უკვე 2,80-იან ნიშნულს გადასცდა. 6 ივნისს, დღის განმავლობაში ლარი უფრო მაღალი კურსითაც ივაჭრებოდა, რაც სპეკულაციის ნიშნებს აჩენს.პოლიტიკური დაძაბულობის გადავლის შემდეგ, როცა სანქციების თემაც, ფაქტობრივად, მოხსნილია, ლარი სტაბილურობას ვერ დაუბრუნდა, რის მოლოდონიც იყო. გაჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ იგი ვეღარც გამყარდება.
|
გვანცა წულაია 05.06.2024
სადისტრიბუციო კომპანიები მთავრობას ერთი წლის წინ თაროზე შემოდებული სამართლიანი ვაჭრობის შესახებ კანონპროექტის დღის წესრიგში დაბრუნებას ითხოვენ. ისინი დაუფარავად ამბობენ, რომ სავაჭრო ქსელების მხრიდან პროდუქციის განთავსებაზე და რეალიზაციაზე დაწესებული სხვადასხვა სახის მოთხოვნა და გადასახადი მზარდია, რაც ბიზნესს მძიმე ტვირთად აწვება. თავად რითეილ ასოციაციაში მიაჩნიათ, რომ სადისტრიბუციო კომპანიებსა და სავაჭრო ქსელებს შორის ურთიერთობას დამატებით რეგულირება არ სჭირდება.
|
გვანცა წულაია 05.06.2024
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტში ჩინური კომპანიის გამარჯვება ოპოზიციისა და არასამთავრობო სეტქორისთვის პრობლემა აღმოჩნდა. ეს ხალხი, ისე როგორც ყველაფერს, ამ გადაწყვეტილებასაც აპროტესტებს. ტენდერში გამარჯვებული კომპანია სანციებისა და კორუფციის ბრალდების ქვეშ მოაქციეს და ანაკლიის პორტის მშენებლობაში ჩინური მხარის ჩართვას პოლიტიკური სარჩულიც მიაკერეს.
|
გვანცა წულაია 04.06.2024
აზერბაიჯანი ევრო 5-ის ბენზინის წარმოებას იწყებს. ეს სიახლე საქართველოსთვის საკმაოდ საინტერესოა. დიდი ალბათობით, მეზობელი სახელმწიფოს საწვავი სხვა მომწოდებლებთან შედარებით უფრო იაფი იქნება, რაც ქართველი იმპორტიორების ყურადღებას ნამდვილად მიიპყრობს. ყოველ შემთხვევაში, ლოგისტიკური მიმრთულება ბევრად იოლი და მარტივია, ამიტომ არაა გამორიცხული, რომ აზერბაიჯანულმა პროდუქტმა ევროპულ ბენზინის კონკურენცია შეუქმნას.
|
გვანცა წულაია 04.06.2024
მომხმარებლების დიდი რაოდენობა „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერსს“ უჩივის. 2023 წელს სემეკში შესული საჩივრების 85% სწორედ ამ კომპანიაზე მოდის და მათგან თითქმის ყოველი მეორე დაკმაყოფილდა. ენერგოომბუსდმენმა იმ ხარვეზებზე ისაუბრა, რომელსაც „ჯივიპი“ თითქმის მუდმივად აქვს ხოლმე.
|
ქეთო გოგოხია 03.06.2024
ბოლო წლებში აშენებული კორპუსების სიმტკიცე სერიოზულ ეჭვს იწვევს. კონკრეტულ ფაქტზე დაყრდნობით სპეციალისტები აცხადებენ, რომ მათი გარკვეული რაოდენობა ვერანაირ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს. შესაბამისად, უსაფრთხოების რისკი მაღალია. საფრთხეზე აქამდეც მუდმივად იყო საუბარი, თუმცა ვაშლიჯვარში მომხდარი ინციდენტით ეჭვები საბოლოოდ დადასტურდა. ცნობილია, რომ მშენებლობის პროცესში უხარისხო მასალის გამოყენების გამო, ვაშლიჯვარში 5 წლის წინ აშენებული კორპუსი ავარიული გახდა და მოსახლეობის სასწრაფოდ გასახლება გახდა საჭირო.
|
გვანცა წულაია 03.06.2024
ქვეყანაში დაძაბული პოლიტიკური სიტუაციის ფონზე, საქართველოს მშპ განუხრელად იზრდება. მიმდინარე პ
როცესებს ეკონომიკური განვითარება არ შეუფერხებია და თუ სტატისტიკას მოვიშველიებთ, ვნახავთ, რომ აპრილში ეკონომიკა თითქმის 12%-ით გაიზარდა. ამის გათვალისწინებით ეკონომისტები საქართველოს მეტად განვითარებას უწინასწარმეტყველებენ.
|
ქეთო გოგოხია 03.06.2024
ქვეყანაში უმუშევრობა მცირდება, თუმცა შრომის ბაზარზე არსებული მდგომარეობა მაღალი მიგრაციისა და შრომისუნარიანი მოქალაქეების სიმცირის გამო კვლავ არასახარბიელოა. ასეთ მოცემულობაში პრემიერ-მინისტრის განცხადება, რომ მოქმედი ხელისუფლების პირობებში, თითქმის 700 ათასმა მოქალაქემ დაძლია სიღარიბე დიდწილად სიმართლეა, თუმცა ემიგრაციის კუთხით ხელისუფლებას ბევრი აქვს სამუშაო.
|
ქეთო გოგოხია 31.05.2024
სოფლის მეურნეობა დღესდღებით ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე მდგრადი დარგია, რომელიც განუხრელ ზრდას აჩვენებს. ყველა ძირითადი პროგრამა წარმატებით ხორციელდება და ყოველწლიურად ახალი პროექტებიც ემატება. შესაბამისად, ბოლო წლების განმავლობაში დიდი მიღწევებია როგორც ადგილობრივი წარმოების ზრდის, ასევე ბაზრების დივერსიფიკაციის კუთხით. მეთხილეობაში, მეღვინეობაში, გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების განვითარების, ასევე კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის მხრივ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ძალიან კარგ შედეგზე გავიდა.
|
გვანცა წულაია 30.05.2024
შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი ნელ-ნელა წინ მიიწევს. ამჯერად, მონაწილე ქვეყნებს შორის ერთობლივი საწარმოს შექმნაზე მემორანდუმი გაფორმდა. ახლა კვლევითი სამუშაოები მიმდინარეობს და დასკვნის შემდეგ სხვა ეტაპი დაიწყება.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|