თეონა ვეშაგური
21.08.2022

მოსკოვში ულტრა-ნაციონალისტური შეხედულებებით ცნობილი რუსი ფილოსოფოსის ალექსანდრ დუგინის ქალიშვილი დარია დუგინა საკუთარ მანქანაში ააფეთქეს. იგი ადგილზე გარდაიცვალა. წესით აფეთქებისას მასთან ერთად თავად ალექსანდრ დუგინიც უნდა მჯდარიყო, მაგრამ მან რამდენიმე წუთით ადრე შეიცვალა მანქანა. მომხდარმა დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია როგორც რუსეთის ხელისუფლებაში, ისე საზოგადოებაში. ოფიციალური პირები „უკრაინულ კვალზე" საუბრობენ.

მოვლენა
04.08.2022

მსოფლიოში მხოლოდ ერთი ჩინეთი არსებობს, ტაივანი კი - ჩინეთის ტერიტორიის განუყოფელი ნაწილია. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობა ერთადერთი ლეგიტიმური მთავრობაა, რომელიც მთელ ჩინეთს წარმოადგენს, რასაც ნათლად ადასტურებს 1971 წლის გაეროს გენერალური ასამბლეის №2758 რეზოლუცია. მას შემდეგ, რაც 1949 წელს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა დაარსდა, მასთან 181-მა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ, „ერთი ჩინეთის" პრინციპის საფუძველზე დაამყარა დიპლომატიური ურთიერთობები. „ერთი ჩინეთის" პრინციპი საერთაშორისო საზოგადოების კონსენსუსს და საერთაშორისო ურთიერთობების ძირითად ნორმას წარმოადგენს.

რეზონანსი
30.06.2022

თურქეთიდან ლტოლვილებმა ევროპული სასამართლოს წინ დემონსტრაცია გამართეს. მათი მოთხოვნაა: შეწყდეს თურქეთის მიმართ არაკეთილსინდისიერი მოპყრობა. კრიტიკის ობიექტი სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო გახდა. ამის მიზეზი არის ის, რომ ბევრი ადამიანი ვალდებულია წლების განმავლობაში ელოდოს მათი საქმეების განხილვას. ისეთი ჟურნალისტები, როგორებიც არიან მეჰმეთ ბანასუ, მუსტაფა უნალი და ჰიდაიეთ ყარაჯა შვიდ წელზე მეტია ციხეში იმყოფებიან, ევროპული სასამართლო კი მათი საქმეების განხილვას არ ჩქარობს.


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×