რეზონანსი
27.08.2026

ენმ-ს წევრი, ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ შესაძლოა ახლადგადამდგარი მამუკა მდინარაძის მიმართ, ღარიბაშვილ-ლილუაშვილის მსგავსად სისხლის სამართლის საქმე აღძრან. 

"მე არაფერს არ გამოვრიცხავ იმიტომ, რომ ღარიბაშვილის და ლილუაშვილის საქმე უნდა იყოს ყველასთვის ამის მანიშნებელი" - ამბობს დეკანოიძე. 

როდესაც მოხსნეს სუს-ის უფროსის თანამდებობიდან უკვე გასაგები იყო, ბიძინა ივანიშვილის პოზიცია მის მიმართ როგორი არქიტექტურის იყო. შეიძლება სისხლის სამართლის საქმეც აღძრან მდინარაძეზე, ესეც არ არის გამორიცხული. მე არაფერს არ გამოვრიცხავ იმიტომ, რომ ღარიბაშვილის და ლილუაშვილის საქმე უნდა იყოს ყველასთვის იმის მანიშნებელი, მე "ქართულ ოცნებაზე" მაქვს საუბარი, თუ როგორია თვითონ სისტემა, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა ჩამოაყალიბა, მისთვის არცერთი ლოიალისტი, ადამიანი, რომელიც მისი ერთგულია წლების განმავლობაში, საერთოდ არაფერს არ წარმოადგენს," - ამბობს ხატია დეკანოიძე.

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი, ვიცე-პრემიერი და რეგიონული განვითარების მინისტრი მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ პოლიტიკიდან მიდის. მდინარაძემ თანამდებობის დატოვების შესახებ რამდენიმე წუთის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

მან მადლობა გადაუხადა "ქართული ოცნების" წევრებს და ლიდერებს, მათ შორის ბიძინა ივანიშვილს.

გადადგომისა და პოლიტიკიდან წასვლის განცხადებას წინ უსწრებდა პატიმრობაში მყოფი ექს-პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის წერილი. 

ღარიბაშვილმა მის თანაპარტიელს, მამუკა მდინარაძეს ბიძინა ივანიშვილის დავალებით, უკანონო გარიგების შუამავლობაში დასდო ბრალი. მდინარაძემ შუამავლობა კამერების წინ უარყო და თქვა, რომ ექს-პრემიერი, ორ დღეში გამოქვეყნებულ ორ წერილში, "ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებს".

შეგახსენებთ, რომ ირაკლი კობახიძემ 29 ივლისს საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ იქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებდა. მანამდე კი რეგიონული განვითარების სამინისტროს უხელმძღვანელებდა. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×