თამთა ჩაჩანიძე 08.09.2026

ყოფილმა გენპროკურორმა რუსეთის მოქალაქე ოთარ ფარცხალაძემ უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მოხალისეთა ინტერნაციონალური ბატალიონი „გეორგიევსკი" შექმნა, რომლის მიზანიც რუსი სამხედროების დახმარებაა.ფარცხალაძის ფოტოს „ფრონტის ხაზიდან" მისი მეგობარი, პრორუსი ბიზნესმენი მამუკა ფიფია „ტელეგრამ" არხით ავრცლებს.
|
ნატალია ჯვარიძე 08.09.2026

მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან ევროკავშირის მკვეთრად გაუარესებული ურთიერთობების მიუხედავად, ვერც უკრაინა და ვერც მოლდოვა საქართველოზე ადრე ევროკავშირის წევრები ვერ გახდებიან. უმრავლესობის შეფასებით, ბრიუსელის მტკიცე პოზიციით გაფართოება ექსკლუზიურად დამსახურებაზეა დაფუძნებული და გამონაკლისები არ დაიშვება. ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის აზრით, ჩატარებული რეფორმების ფონზე და ევროკავშირთან ურთიერთკომპრომისების შემთხვევაში, საქართველოს შანსი აქვს, დაკარგული დრო სრულად აინაზღაუროს.
|
ნატალია ჯვარიძე 08.09.2026

ოპოზიციაში შიდა დაპირისპირების ახალი ტალღა დაიწყო. „კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერი, ნიკა გვარამია ამჯერად „ნაცმოძრაობასთან" ერთად „გირჩს" დაუპირისპირდა, რომელმაც ახლახანს შეიცვალა სახელი და ახლა „თავისუფალი ხალხის პარტია" ეწოდება. ამას გარდა, გვარამია გადაჭრით უარყოფს მისი პარტიის მიერ წინასაარჩევნოდ 40-მილიონიანი დაფინანსების მიღებას და იმაზეც წერს, თუ რატომ აირჩია ნიკა გილაურმა 2024 წლის არჩევნების წინ სწორედ მისი პარტიის და არა „ნაცმოძრაობის" დაფინანსება.
|
თამთა ჩაჩანიძე 08.09.2026

ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის მეექვსე წერილსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა - ყოფილი პრემიერი ხელისუფლებას მისი „განაცების" მცდელობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ მიმდინარე პროცესი სამართლებრივი კი არა, პოლიტიკური დევნაა. „ოცნებაში" კი ამბობენ, რომ ყოფილი პრემიერი პოლიტიკურად არ იდევნება და სასჯელს სამართლებრივი პროცესის ფარგლებში იხდის.
|
თამთა ჩაჩანიძე 07.09.2026

"ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ევროკავშირმა პრაგმატული მიდგომის შემთხვევაში საქართველოს მოსახლეობის მიერ არჩეულ ხელისუფლებასთან უნდა ისაუბროს. მათი შეფასებით, ხელისუფლება საკუთარი პოზიციისა და დამოკიდებულების შეცვლას ვერ დაიწყებს იმის მიხედვით, მოეწონება თუ არა ის ევროკავშირის რომელიმე პოლიტიკოსს.
|
თამთა ჩაჩანიძე 07.09.2026

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თანამდებობის დატოვებას არ აპირებს და მთავრობის შესაძლო ცვლილებებზე გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს. ამასთან, კობახიძე უარყოფითად აფასებს გავრცელებულ ცნობას, თითქოს პრემიერ-მინისტრის პოსტის დაკავებას ზურაბ პატარიძე გეგმავს და აღნიშნულ ინფორმაციას "ჩორტაობას" უწოდებს.
|
ნატალია ჯვარიძე 06.09.2026

„კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერი ნინა გვარამია პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს ნინო წილოსანს ღიად ემუქრება და აცხადებს, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ვიცე-სპიკერს „ბევრი რამის მოყოლა" მოუწევს. ექსპერტების შეფასებით, მსგავსი მუქარის შემცველი განცხადებები, კონკრეტული მტკიცებულებების წარმოდგენის გარეშე, თავად ოპოზიციას აზიანებს.
|
თამთა ჩაჩანიძე 05.09.2026

მმართველ პარტიაში მიიჩნევენ, რომ ოპოზიცია მიზანმიმართულ კამპანიას აწარმოებს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ. ხელისუფლების შეფასებით, ცალკეული ოპოზიციონერების, მათ შორის ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და სხვა ლიდერების განცხადებები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხს აზიანებს და აფხაზურ საზოგადოებაში საქართველოს მიმართ უარყოფით განწყობებს აძლიერებს.
|
თამთა ჩაჩანიძე 05.09.2026

პატიმრობაში მყოფ ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის გარშემო განვითარებულმა მოვლენებმა, მმართველი პარტიის მხარდამჭერებში კითხვები და მოლოდინი გააჩინა. განსაკუთრებით ეს იგრძნობა სოციალურ ქსელებში. „ქართული ოცნების" მხარდამჭერთა მნიშვნელოვანი ნაწილი მოელის, რომ პარტიის საპატიო თავმჯდომარე ღიად ჩაერთვება პროცესში და ამა თუ იმ ფორმით დააფიქსირებს თავის პოზიციას.
|
მარიამ ვეკუა 04.09.2026

გარდაცვლილ ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე მაგისტრატი მოსამართლის წინაშე ოპოზიციის, მედიისა და პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენელთა გამოკითხვა მიმდინარეობს, რასაც მწვავე პოლიტიკური შეფასებები და უმრავლესობა-ოპოზიციის ურთიერთბრალდებები მოჰყვა.
|
ნატალია ჯვარიძე 04.09.2026

ევროკომისარი გაფართოების საკითხებში, მარტა კოსი ევროკავშირის გაფართოებას აანონსებს და აცხადებს, რომ 2026 წელი რეკორდულია, პროცესი ოთხი მიმართულებით, მათ შორის ეტაპობრივი ინტეგრაციით წარიმართება. ანალიტიკოსების ვარაუდით, საქართველოს საკითხი არ განიხილება, აღნიშნული განცხადება კი უფრო მოლდოვას ან ბალკანეთს ეხება.
|
თამთა ჩაჩანიძე 04.09.2026

თბილისის საქალაქო სასამართლომ მიგრაციის დეპარტამენტის მოთხოვნის საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც რუს ოპოზიციონერ აქტივისტ დენის კულანინს მიეცა 7 დღე საქართველოს ტერიტორიის ნებაყოფლობით დასატოვებლად. კულანინი საჯაროდ უჭერდა მხარს უკრაინას და გმობდა რუსეთის აგრესიას, მისი რუსეთში იძულებითი დაბრუნება სახიფათოდ მიიჩნეოდა. ეს გადაწყვეტილება კი მას საშუალებას აძლევს, მესამე, უსაფრთხო ქვეყანაში გაემგზავროს.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|