ელზა პაპოშვილი
05.07.2024

როგორი კოფიგურაციით წარსდგებიან 2024 წლის არჩევნებზე პოლიტიკური პარტიები? - ამაზე ოპოზიციაში ამბობენ, რომ ჯერ კიდევ მოლაპარაკების პროცესი მიდის. თუმცა გარკვეული კონტურები უკვე გამოჩნდა, ვინ ვისთან აპირებს დაჯგუფებას. სავარაუდოდ, ორი პოლიტიკური ცენტრიდან ერთი იქნება „ნაციონალური მოძრაობასა“ და „სტრატეგია აღმაშენებელთან“, მეორე ცენტრი კი „ახალისა“ და „ლელოს“ ირგვლივ გაერთიანდება. გადაწყვეტილების მიღება მოუწევს „ევროპულ საქართველოსაც“, თუ ვისთან აპირებს დაჯგუფებას. 

ნატალია ჯვარიძე
05.07.2024

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ბოლოდროინდელი აქტიურობის ფონზე, ოპოზიციის გარკვეული ნაწილი მიიჩნევს, რომ მისი საერთო ლიდერაფ დასახელება მომგებიანი იქნება. მოხდება თუ არა ეს? ამ საკითხზე ანალიტიკოსების აზრი ორად იყოფა. ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ გამორიცხული არაფერია, თუმცა ოპოზიციიდან წინააღმდეგობა ექნება. მეორე მხარე კი მიიჩნევს, რომ ეს უკვე დაგვიანებულია.

ნატალია ჯვარიძე
05.07.2024

საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრების კაპიტნის, გურამ კაშიას მიერ ივანიშვილის მიმართ გავრცელებულ სამადლობელო განცხადებაზე აჟიოტაჟი არ წყდება. განსაკუთრებით აღშფოთებულია საზოგადოების ოპოზიციურად განწყობილი ნაწილი, რომელთათვისაც კაშია, ასე ვთქვათ, როლური მოდელი გახდა მას შემდეგ, რაც ლგბტ ადამიანების მხარდასაჭერად ცისარტყელას ფერის სამკლავური გაიკეთა. ახლა კი ივანიშვილის მიმართ მადლობა ამ ხალხმა, არც მეტი არც ნაკლები, პრინციპების ღალატად ჩაუთვალა.

ელზა პაპოშვილი
04.07.2024

პრემიერი ირაკლი კობახიძე აშშ-ს პოლიტიკის და ურთიერთობის გადატვირთვას სთავაზობს. მისი თქმით, რამდენიმე წელია, ორ ქვეყანას შორის  ურთიერთობები დაზიანდა, თუმცა ოპტიმისტურად არის განწყობილი და შემხვედრ ნაბიჯებს  ელოდება. 

თამთა ჩაჩანიძე
04.07.2024

რამდენიმე დღეში გაირკვევა თუ რა კონფიგურაციით წარსდგებიან ოპოზიციის ერთობის დეკლარაციაზე ხელმომწერი სუბიექტები. მანამდე, 4 ივლისს, ენმ-ის ოფისში მოსამზადებელი შეხვედრა გაიმართა, რის შემდეგ პარტიის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ 8 ივლისს ერთობის პრეზენტაცია შედგება, ასევე საბოლოოდ უნდა გადაწყდეს პარტიისა და მისი პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეების საკითხი. წინასწარი ინფორმაციით, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის კანდიდატურად ლევან ხაბეიშვილს წარადგენენ, ხოლო პარტიის ხელმძღვანელობას კვლავ ბოკუჩავა გააგრძელებს.

ნატალია ჯვარიძე
04.07.2024

ამერიკის დამოუკიდებლობის დღე შეერთებული შტატების საელჩომ ტრადიციული მიღებით აღნიშნა, თუმცა წლევანდელი ღონისძიება პირველად ჩატარდა ისე, რომ პრეზიდენტი არ ესწრებოდა, არ იყო „ოცნების" წევრების ნაწილიც. ღონისძიებას პრემიერი ირაკლი კობახიძე ესწრებოდა, მაგრამ ტრიბუნაზე სიტყვით არ გამოსულა. ოპოზიციაში ამობენ, რომ ხელისუფლების წარმომადგენლების არგამოცხადება ამერიკულ სანქციებს უკავშირდება.

თამთა ჩაჩანიძე
04.07.2024

აქტიური საარჩევნო კამპანია სექტემბრიდან დაიწყება, მანამდე პარტიები მსჯელობენ, თუ რა კონფიგურაციით უნდა წარსდგნენ არჩევნებში, რომელიც ისტორიაში პირველად სრულიად პროპორციული სისტემით ტარდება, თან 5%-იანი ბარიერი აქვს. აქამდე არსებულ კვლევებში, მცირეა იმ პარტიათა რიცხვი, რომლებიც ბარიერს ლახავენ, ანალიტიკოსები კი ამბობენ, რომ სწორი სტრატეგიის შემთხვევაში, ეს პრობლემა მოიხსნება.

ნატალია ჯვარიძე
04.07.2024

„მოლაპარაკება მიდის „ლელოსა" და კიდევ სხვა პარტიებთან" - აცხადებს პარტია „ახალის" წევრი ნუგზარ წიკლაური. ვისთან შეიძლება დაჯგუფდნენ და რამდენად მომგებიანი იქნება? ამ საკითხზე ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ არის კიდევ რამდენიმე პარტია, რომელთანაც სავარაუდოდ, „ახალი" მოლაპარაკებას აწარმოებს და ეს ყველაზე ოპტიმალური გადაწყვეტილება იქნება, რადგან წვრილ პარტიებს ბარიერის გადალახვის შანსი მიეცემათ.

ნატალია ჯვარიძე
03.07.2024

2 ივლისიდან 15 აგვისტომდე გელათის სამონასტრო კომპლექსი ვიზიტორებისთვის დაიკეტა. საპატრიარქოს ინფორმაციით, ტაძარში სტუმრების შეშვება გერმანელი სპეციალისტების მოთხოვნით შეჩერდა, რათა მიმდინარე სამუშაოების გამო ვიზიტორების უსაფრთხოება დაცული იყოს, რასაც ოპონენტებს არ სჯერათ და აცხადებენ, რომ პროექტის გარშემო ბევრი კითხვა გაჩნდა.

ელზა პაპოშვილი
03.07.2024

ამზადებს თუ არა ამერიკის შეერთებული შტატების  ადმინისტრაცია „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ ახალ სანქციებს? - ეს მოლოდინი მას შემდეგ გაჩნდა, რაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მდივანმა ენტონი ბლინკენმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და მოსალოდნელ სანქციებზე ისაუბრა. 

როგორც მმართველ გუნდში მიიჩნევენ, ასეთი განცხადებები ძირითადად მიმართულია იქითკენ, რომ ხელოვნურ სუნთქვაზე ამყოფონ ჩვენი ოპოზიცია და ის რეალურად არ არსებობს. ამიტომ რაიმე ახალ სანქციებს არ ელიან. 

თამთა ჩაჩანიძე
03.07.2024

„თქვენი ვიზიტი დაემთხვა საქართველოსთვის ძალიან საამაყო დღეებს. ჩვენმა ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ისტორიულ შედეგებს მიაღწია. საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ამაღელვებლად ქომაგობდნენ ჩვენი სომეხი ძმები, რაც ძალიან გვახარებს," უთხრა საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა სომეხ კოლეგას, რომელიც თბილისში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. მანვე ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ საქართველოსა და სომხეთის ფეხბურთის ფედერაციებმა 20 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობაზე ერთობლივი განაცხადი წარადგინეს.

ნატალია ჯვარიძე
03.07.2024

იმ შემთხვევაში თუ ამერიკის არჩევნებში ექსპრეზიდენტი დონალდ ტრამპი გაიმარჯვებს, სავარაუდოდ, იგი პუტინს შესთავაზებს გარიგებას, რომლის მიხედვითაც ნატო უარს იტყვის აღმოსავლეთით გაფართოებაზე და საქართველოსა და უკრაინის მიღებაზე. ამას გარდა, ტრამპი მზად იქნება პუტინთან მოლაპარაკებები გამართოს და ომის დასრულების სანაცვლოდ მას უკრაინის ტერიტორიები დაუთმოს. ამის შესახებ ამერიკული ონლაინ გამოცემა „პოლიტიკო" ტრამპის ორ ყოფილ მრჩეველზე დაყრდნობით წერს.


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×