ნატალია ჯვარიძე
28.08.2026

ანალიტიკოს გია აბაშიძის ფიქრობს, რომ მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლა მისი პოტენციალის ამოწურვამ განაპირობა, ხოლო ამ თემაზე გავრცელებული ოპოზიციური ვერსიები მხოლოდ სპეკულაციაა. აცხადებს, რომ კობახიძის გადაყენებასა თუ პატიმართა შეწყალებაზე ოპოზიციის შეფასებები უსაფუძვლოა.

მარიამ ვეკუა
28.08.2026

თბილისში, ნაქირავებ ბინაში, 30 წლის აფხაზი ბლოგერი და სამოქალაქო აქტივისტი დაურ ბუავა გარდაცვლილი იპოვეს. ახალგაზრდა კაცი, რომელიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ღიად უჭერდა მხარს და დე ფაქტო რეჟიმის მიერ „სახელმწიფო ღალატის" ბრალდებით იდევნებოდა, სავარაუდოდ, ოთხი დღის გარდაცვლილია.

რეზონანსი
27.08.2026

ღარიბაშვილის ეპისტოლარული ეპოპეის პიკზე, მისმა დაუძინებელმა თანამებრძოლმა „ოცნებაში" გატარებული 10 წლის შემდეგ თანამდებობაც დატოვა და პოლიტიკაც. მამუკა მდინარაძემ, რომელსაც ბოლოს რეგიონული განვითარების მინისტრის პოსტი ეკავა, საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ ეს მისი პირადი გადაწყვეტილებაა, რომელიც ივანიშვილთან და კობახიძესთან შეთანხმებით მიიღო და ღარიბაშვილის ციხის წერილებთან არავითარი კავშირი არა აქვს. ამ, ბევრისთვის მოულოდნელმა გადადგომამ ბევრი ვერსია წარმოშვა, მათ შორის დომინირებს მოსაზრება, რომ ივანიშვილი პრემიერის გადაყენებასაც გეგმავს.

ნატალია ჯვარიძე
27.08.2026

მმართველ გუნდთან დაპირისპირებულ ექსპრემიერს ირმა ინაშვილი „პატრიოტთა ალიანსში" გაწევრიანებასა და ერთობლივი პოლიტიკური ბრძოლის დაწყებას სთავაზობს. ინაშვილის თქმით, ღარიბაშვილი შიდაპარტიული კლანური დაპირისპირების მსხვერპლია. ექსპერტთა ნაწილი ამ შეთავაზებას არარეალურსა უწოდებს, ნაწილი კი მიიჩნევს, რომ იზოლირებული ექსპრემიერისთვის პროცესების ციხიდან მართვა პრაქტიკულად შეუძლებელია.

ნატალია ჯვარიძე
26.08.2026

„ოცნებაში" ირაკლი ღარიბაშვილს კონკრეტიკისკენ მოუწოდებენ და მის წერილებს „ცარიელ სიტყვებს" უწოდებენ. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძე ამბობს, რომ ყოფილი პრემიერის მიერ გავრცელებული ბოლო წერილი, მანამდე გამოქვეყნებული წერილების შინაარსს პირდაპირ ეწინააღმდეგება.

მარიამ ვეკუა
26.08.2026

ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი, ახსარ ჯიოევი თბილისს ოკუპირებული რეგიონების აღიარებისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ აფხაზეთსა და "სამხრეთ ოსეთთან" ურთიერთობის მოწესრიგება თვით საქართველოს ინტერესებში შედის.

რეზონანსი
25.08.2026

ექს-პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი საკუთარ პროცესში მონაწილეობაზე უარის თქმის პარალელურად, პოლიტიკურ ბოიკოტს აცხადებს და იმუქრება, რომ „სიმართლეს მოჰყვება". იმ ოპოზიცია აქცენტს „პოლიტიკურ შანტაჟზე" აკეთებს. ღარიბაშვილის ყოფილი თანამებრძოლები „ოცნებიდან" კი მიიჩნევენ, რომ ეს „უკვე ნანახი ფილმია" და ყოფილი პოლიტიკოსი პასუხისმგებლობისგან თავის არიდებას „პოლიტიკური დევნის" იარლიყით ცდილობს.

ნატალია ჯვარიძე
25.08.2026

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას ამბობს, რომ სკანდალი „ოცნების" იმიჯს დააზიანებს, თუმცა პოლიტიკურ სურათს არსებითად მაინც ვერ შეცვლის. მისი აზრით, შიდა დაპირისპირებები როგორც ხელისუფლებაში, ისე ოპოზიციაში გადამწყვეტი არ იქნება.

ნატალია ჯვარიძე
25.08.2026

ეროვნული გამოცდების შედეგები გამოქვეყნდა. სწავლის უფლება 34 150-მა აბიტურიენტმა მოიპოვა. წლიურ ტენდენციებს თუ გადავხედავთ, ახალგაზრდები უპირატესობას ინტერნეტ-ტექნოლოგიებს, ბიზნესსა და მედიცინას ანიჭებენ, ხოლო საბუნებისმეტყველო და ფუნდამენტურ ჰუმანიტარულ მიმართულებებზე მოთხოვნა ტრადიციულად კვლავ დაბალია.

მარიამ ვეკუა
24.08.2026

ექს-პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ახალ სამართლებრივ ბრძოლას აანონსებს და ყოფილი თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის ჩვენების საფუძველზე წარდგენილ ახალ ბრალს არ აღიარებს. გენერალური პროკურატურის ცნობით, ღარიბაშვილი თავდაცვის სამინისტროს კორუფციულ შესყიდვებს, სოლიდური ფინანსური სარგებლის სანაცვლოდ, „სამსახურებრივ მფარველობას“ უწევდა.

მარიამ ვეკუა
23.08.2026

შემოდგომის მოახლოებასა და „პოლიტიკური არდადეგების" დასრულებას ხელისუფლებაც და ოპოზიციაც სკანდალებით ხვდება: ერთ მხარეს „ენმ"-სა და „ახალს" შორის დაწყებული ომი და სერიოზული ურთიერთბრალდებებია, მეორე მხარეს კი - ირაკლი ღარიბაშვილის წერილები ციხიდან და „ოცნების" ყოფილ და მოქმედ ლიდერებს შორის დაპირისპირება. რას უნდა ველოდოთ შექმნილი ფონის გათვალისწინებით შემოდგომაზე?

ნატალია ჯვარიძე
22.08.2026

ოპოზიციურ სპექტრში ბოლო დროს ხშრად კეთდება განცხადებები, რომ 2025 წელს ადგილობრივი არჩევნების მოიკოტირება შეცდომა იყო. თუმცა, ამ ფონზე, 3 ოქტომბერს დაგეგმილი საკრებულოების შუალედურ არჩევნებში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა ოპოზიციურმა პარტიამ გადაწყვიტა.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×