თამთა ჩაჩანიძე 24.02.2023
რუსეთი მოდლოვის პროდასავლური, დემოკრატიულად არჩეული რეჟიმის დამხობას ცდილობს და ამისთვის სხვადასხვა აპრობირებულ მეთოდებს მიმართას. გამომდინარე იქიდან, რომ უკრაინის წყალობით სამხედრო ძალით ამას ვერ მოახერხებს, მან პროვოკაციის სტრატეგია არჩია.
|
ნაზი ბერიძე 24.02.2023
უკრაინის ომში მხარეები საკუთარ დანაკარგს ამცირებენ, მტრისას კი აზვიადებენ, აცხადებს სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალ „არსენალის" მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი. მისი მონაცემებით, სულ ომის დაწყებიდან დღემდე დაღუპულია 70-80 ათასამდე რუსი და 40 ათასამდე უკრაინელი სამხედრო, ასევე დაახლოებით 30 ათასი უკრაინელი მშვიდობიანი პირი.
|
ნაზი ბერიძე 20.02.2023
ჩინეთი გადაკვეთს წითელ ხაზს თუ რუსეთს სამხედრო შეიარაღებას მიაწოდებს - ამის შესახებ გაერო-ში აშშ-ის ელჩმა ლინდა თომას გრინფილდმა „სიენენთან" ინტერვიუში განაცხადა. საპასუხოდ, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ პეკინი არასდროს მიიღებს აშშ-ს მიერ ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობისკენ თითის გაშვერას, მითუმეტეს იმ შემთხვევაში, როცა იგი კონფრონტაციისკენ არ არის მიმართული.
|
ნაზი ბერიძე 19.02.2023
რუსეთი უნდა დამარცხდეს, მაგრამ არ უნდა განადგურდეს, როგორც ეს ზოგიერთს სურს, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ფრანგულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა. ანალიტიკოსი პაატა ზაქარეიშვილი ამასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ რუსეთის სრულიად განადგურება და მისი დეზინტეგრაცია სამ ან ოთხ ნაწილად, სულაც არ აწყობთ მსოფლიო ლიდერებს, რადგან გამოიწვევს ჩამოშლასა და ანარქიულ პროცესებს.
|
ნაზი ბერიძე 19.02.2023
უკრაინა მოითხოვს რუსეთისთვის სპეციალური ტრიბუნალის მკაფიო პროცედურას, რომელსაც უნდა ჰქონდეს ზესახელმწიფოებრივი იურისდიქცია და რუსეთის მაღალჩინოსნებს ფუნქციური იმუნიტეტების მოხსნის შესაძლებლობა. ამაზე „რეზონანსთან" საუბრისას იურისტი ლია მუხაშავრია ამბობს, რომ ასეთი ტრიბუნალის შექმნა თეორიულადაც და პრაქტიკულადაც სავსებით შესაძლებელია.
|
ნაზი ბერიძე 17.02.2023
პოლიტოლოგი ვახტანგ მაისაია იმედოვნებს, რომ უკრაინა ყირიმის გათავისუფლებას შეძლებს, ისევე, როგორც ხარკოვისა და ხერსონის ოქლების ნაწილი გაწმინდა ოკუპანტებისგან და სავსებით სამართლიანად მიიჩნევს მერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვიქტორია ნულანდის განცხადებას, რომ კიევს ყირიმზე დარტყმის ლეგიტიმური უფლება აქვს.
|
თამთა ჩაჩანიძე 17.02.2023
რუსეთის მხრიდან საგაზაფხულო შეტევა უკვე დაწყებულია, ეს რამდენიმე მიმართულებით, ძირითადად აღმოსავლეთ უკრაინაში შეინიშნება. ოკუპანტებმა დიდი დაწოლა ლუგნსკის ოლქის ქალაქ კრემენნაიასკენ მიმართეს, სადაც, უკრაინული მხარის ცნობით, ძირითადი ძალები და სამხედრო ტექნიკა გადაისროლეს. როგორც ოფიციალური კიევი აცხადებს, კომპრომისი არ იქნება და ერთი გოჯი მიწის დათმობას არ აპირებენ.
|
ელზა პაპოშვილი 16.02.2023
მასშტაბური საჰაერო განგაში უკრაინის თითქმის მთელ ტერიტორიაზე - სარაკეტო თავდასხმის საფრთხის გამო, მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებენ. იერიშის შედეგად დონეცკის ოლქში დაღუპულია 3 ადამიანი და დაიჭრა 11. რუსულმა არმიამ ნიკოპოლის ოლქს მძიმე არტილერიით ცეცხლი გაუხსნა; აფეთქებების ხმა ისმოდა კრემენჩუგსა და პოლტავის ოლქებში.
|
ბაჩანა ტყემალაძე 15.02.2023
რუსული ჰიპერბგერითი რაკეტებით შეიარაღებული ადმირალ გორშკოვის ფრეგატი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, კონკრეტულად კეიპტაუნში სამხრეთ აფრიკის, რუსეთისა და ჩინეთის ერთობლივი სამხედრო წვრთნებისთვის ჩავიდა. ინფორმაციას კეიპთაუნის რუსეთის საკონსულო ავრცელებს.
|
ბაჩანა ტყემალაძე 13.02.2023
აშშ-ში ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ოთხი მფრინავი ობიექტი ჩამოაგდეს, რამაც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში დიდი ინტერესი გამოიწვია. ოთხი ობიექტიდან მხოლოდ პირველის წარმომავლობაა ცნობილი. ექსპერტთა ნაწილი არც იმას გამორიცხავს, რომ დანარჩენი სამი აეროსტატი არამიწიერი წარმომავლობის იყოს.
|
ბაჩანა ტყემალაძე 12.02.2023
იტალიის პოლიციამ კორუფციულ სკანდალთან დაკავშირებით საქმის გამოძიების ფარგლებში ევროპარლამენტარი, ანდრეა კოცოლინო დააკავა. ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს. ეს უკვე მესამე ევროპარლამენტარია, რომელიც ევროპარლამენტში აგორებული კორუფციული სკანდალის გამო დააპატიმრეს.
|
ბაჩანა ტყემალაძე 10.02.2023
უკრაინა ბრიტანული შორ დისტანციაზე მოქმედი რაკეტების გამოყენებას რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმზე აპირებს. მას შემდეგ, რაც ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა უკრაინას შორ დისტანციაზე მოქმედი რაკეტების გადაცემას შეჰპირდა, ამ საკითხზე დისკუსია დაიწყო. ყველას აინტერესებდა, თუ სად და როგორ გამოიყენებდა უკრაინა აღნიშნული ტიპის სამხედრო იარაღს.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|