მარიამ ვეკუა 26.08.2026

ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი, ახსარ ჯიოევი თბილისს ოკუპირებული რეგიონების აღიარებისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ აფხაზეთსა და "სამხრეთ ოსეთთან" ურთიერთობის მოწესრიგება თვით საქართველოს ინტერესებში შედის.
|
ნატალია ჯვარიძე 26.08.2026

სომხეთი ევროკავშირთან ისე ახლოსაა, როგორც არასდროს, - ამის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერმა, მარკუს ლამერტმა ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ევროკომისიაში დადებითად აფასებენ სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, სომხეთი მალე დაიწყებს ევროკავშირში გაწევრიანების ოფიციალური განაცხადის წარდგენის პროცესს.
|
მარიამ ვეკუა 26.08.2026

აშშ-ის დაზვერვის ხელმძღვანელის საიდუმლო ჩასვლა მოსკოვში და კრემლის ბუნდოვანი პოზიცია - ხან უარყოს, ხან სპეცსამსახურების კონტაქტად გამოაცხადოს ვიზიტი - ვაშინგტონსა და რუსეთს შორის კომუნიკაციის კულისებსმიღმა რეჟიმზე გადასვლაზე მიუთითებს.
|
თამარ ვეფხვაძე 26.08.2026

უძრავი ქონების ბაზრის წარმომადგენლები შფოთავენ. მათი ნაწილის განცხადებით, გამორიცხული არ არის, რომ რუსეთში გამოცხადებული მოსალოდნელი მობილიზაციის ფონზე, საქართველოს მიგრანტების ახალი ტალღა მოაწყდეს და შედეგად, ბინები გაძვირდეს. ექსპერტები და დარგის სპეციალისტები უძრავი ქონების ბაზრის წარმომადგენლების ამ შფოთვას უსაფუძვლოს უწოდებენ, რადგან ინფორმაცია მოსალოდნელი მობილიზაციის შესახებ არ დასტურდება. მეტიც, ექსპერტები ფიქრობენ, რომ განცხადება ბინების გაძვირების შესახებ იმ მიზანმიმართული ანტიპიარის გაგრძელებაა, რომელიც ხელისუფლების ოპონენტებმა ბოლო პერიოდში, რუსი ტურისტების „გასაშავებლად“ წამოიწყეს.
|
რეზონანსი 25.08.2026

ექს-პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი საკუთარ პროცესში მონაწილეობაზე უარის თქმის პარალელურად, პოლიტიკურ ბოიკოტს აცხადებს და იმუქრება, რომ „სიმართლეს მოჰყვება". იმ ოპოზიცია აქცენტს „პოლიტიკურ შანტაჟზე" აკეთებს. ღარიბაშვილის ყოფილი თანამებრძოლები „ოცნებიდან" კი მიიჩნევენ, რომ ეს „უკვე ნანახი ფილმია" და ყოფილი პოლიტიკოსი პასუხისმგებლობისგან თავის არიდებას „პოლიტიკური დევნის" იარლიყით ცდილობს.
|
ნატალია ჯვარიძე 25.08.2026

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას ამბობს, რომ სკანდალი „ოცნების" იმიჯს დააზიანებს, თუმცა პოლიტიკურ სურათს არსებითად მაინც ვერ შეცვლის. მისი აზრით, შიდა დაპირისპირებები როგორც ხელისუფლებაში, ისე ოპოზიციაში გადამწყვეტი არ იქნება.
|
ნატალია ჯვარიძე 25.08.2026

ეროვნული გამოცდების შედეგები გამოქვეყნდა. სწავლის უფლება 34 150-მა აბიტურიენტმა მოიპოვა. წლიურ ტენდენციებს თუ გადავხედავთ, ახალგაზრდები უპირატესობას ინტერნეტ-ტექნოლოგიებს, ბიზნესსა და მედიცინას ანიჭებენ, ხოლო საბუნებისმეტყველო და ფუნდამენტურ ჰუმანიტარულ მიმართულებებზე მოთხოვნა ტრადიციულად კვლავ დაბალია.
|
მარიამ ვეკუა 25.08.2026

2027 წლის საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ბრძოლა უკვე აქტიურად მიმდინარეობს. ამ ეტაპზე გამოკითხვებში ყველაზე ძლიერ პოზიციაზე მემარჯვენე მარინ ლე პენი რჩება. მის მთავარ შესაძლო კონკურენტად კი სულ უფრო ხშირად სახელდება ულტა-მემარცხენე ჟან-ლუკ მელანშონი, რომლის მხარდაჭერაც ბოლო კვლევებში გაიზარდა.
|
ქეთო გოგოხია 24.08.2026

გამოწერილი ჯარიმების ოდენობა განუხრელად მატულობს. ტენდენციამ საზოგადოებაში გააჩინა განცდა, რომ ჯარიმები არა წესრიგის დამყარების, არამედ ბიუჯეტის შევსების ინსტრუმენტად იქცა. სატრანსპორტო, საყოფაცხოვრებო თუ ბიზნეს-რეგულაციების დარღვევებზე დაწესებული მაღალი ტარიფები და მათი ადმინისტრირების მკაცრი, კამპანიური ხასიათი სულ უფრო მეტად ემსგავსება ფისკალურ წნეხს.
|
ქეთო გოგოხია 24.08.2026

უცხოელი მუშახელის შემოყვანის მცდელობამ ადგილობრივ ბაზარზე დიდად ვერ გაამართლა. ბიზნესმა ამით რეალურად ვერ მოიგო, რადგან ხარჯი გაეზარდა, შესაბამისად, დასაქმების თვალსაზრისით, გარკვეული სირთულეები გამოიკვეთა და მდგომარეობა მნიშვნელოვნად არ შეცვლილა, რასაც სექტორში ადასტურებენ. როგორც აღმოჩნდა, ბაზრის მთავარი პრობლემა კვალიფიციური კადრის დეფიციტია.
|
ქეთო გოგოხია 24.08.2026

რუსეთის მიერ აფხაზეთის ოკუპაციის განმავლობაში პირველი შემთხვევაა, როცა საქართველოს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან საწვავი შევიდა. ამის საფუძველი რუსული ნავთობბაზებისა და გადამამუშავებელი ქარხნების შეფერხება, რამაც საწვავის მწვავე დეფიციტი შექმნა, საქართველოს მთავრობის განცხადებით, აფხაზეთის მოსახლეობის სოციალური და ჰუმანიტარული საჭიროებების გათვალისწინება შეიძლება იყოს კონფლიქტის მშვიდობიანი ტრანსფორმაციის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი.
|
ნატალია ჯვარიძე 24.08.2026

ოფიციალური პეკინი ვაშინგტონს აფრთხილებს, რომ თუ ირანთან ვაჭრობის გამო აშშ ჩინეთის „დასჯას" შეეცდება, ამას შედეგები მოჰყვება. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი ლინ ძიანი მხარეებს მოუწოდებს, რაციონალურად და თავშეკავებულად იმოქმედონ და აღნიშნავს, რომ სანქციები და ზეწოლის ტაქტიკა პრობლემების მოგვარებას არ უწყობს ხელს.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|