რეზონანსი
08.05.2024

ფაქტობრივად პროფესია და დარგი არ დარჩა, რომლის მიმართ სიძულვილი არ გამოავლინეს. ფეხბურთელები, სპორტსმენები, ჟურნალისტები, სამართალდამცველები, საჯარო მოხელეები, სასულიერო პირები, ისტორია, დროშა, ეროვნული ფასეულობები - ყველა და ყველაფერი სძულთ, - წერს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი, სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, როგორც ირკვევა, ოპოზიციას ყველა და ყველაფერი სძულს და ადამიანებს ისინი როგორც საზარბაზნე ხორცს, ისე უყურებენ.

დეპუტატის თქმით, "ნაცმოძრაობა" საზოგადოებამ უნდა შეაფასოს როგორც პოლიტიკურად, ასევე, მორალურად და სამართლებრივად.

"ფაქტობრივად პროფესია და დარგი არ დარჩა, რომლის მიმართ სიძულვილი არ გამოავლინეს. ფეხბურთელები, სპორტსმენები, ჟურნალისტები, სამართალდამცველები, საჯარო მოხელეები, სასულიერო პირები, ისტორია, დროშა, ეროვნული ფასეულობები - ყველა და ყველაფერი სძულთ. მეზობელიც კი, ვინც შეიძლება ნებისმიერი მოქალაქე აღმოჩნდეს, დღეს გავიგეთ, რომ თუ მოძალადე არ არის, ისიც სძულთ. ამ ლუზერებს ნებისმიერი წარმატებული ადამიანი და ისიც, ვინც შეიძლება ხვალ გახდეს წარმატებული, ერთნაირად სძულთ. აქციაზე ვინც მიდის, თუ ძალადობაზე ვერ დაითანხმეს, ის სძულთ ყველაზე მეტად.

ფაქტია, რომ ადამიანს, როგორც ფასეულობას კი არ უყურებენ, არამედ როგორც საზარბაზნე ხორცს.

თავის დროზე, მიხეილ სააკაშვილი და თემურ ალასანია, ეს ორი უსამშობლო ქართველთმოძულე, ქართველ ხალხს როგორც შეურაცხყოფდნენ, ჩვენმა საზოგადოებამ რომ არ გასცა სათანადო პასუხი, იმიტომ ბედავენ ამდენს.

მაგრამ რაც ეპატიათ გუშინ, ხვალ მაგის პატიება არ შეიძლება - აუცილებლად უნდა მოხდეს ნაცმოძრაობის, როგორც პოლიტიკური, ასევე, მორალური და სამართლებრივი შეფასება მთლიანად საზოგადოების მხრიდან! და ამ შეფასებას მალე ვიხილავთ!" , - წერს რატი იონათამიშვილი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×