ელზა პაპოშვილი
07.05.2024

შვეიცარიაში, ქალაქ ციურიხში, პოლიციამ ავეჯის ქურდობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავა. როგორც ადგილობრივი მედია წერს, იგი ავეეჯის მაღაზიაში სავინტილაციო შახტის მეშვეობით შევიდა და სავარუდოდ, მაღაზიაში არსებული სეიფის გახსნასა და თანხის მოპარვას ციდლობდა. 

განგაშის სიგნალის ჩართვის შემდეგ, მაღაზიის ადმინისტრაციამ პოლიცია გამოიძახა. 44 წლის საქართველოს მოქალაემ გაქცევა კვლავ სავენტილაციო შახტით სცადა, თუმცა ის ადგილზე მისულმა კონოლოგმა ძაღლის დახმარეებით იპოვა. მამაკაცი დაკავებულია და ის წინასწარი დაკავების იზოლატორსი იმყოფება. 

„ავეჯის მაღაზიის თანამშრომლებმა, საღამოს 22:30 საათამდე, ციურიხის პოლიციას მაღაზიაში შეჭრისა და იქ მყოფი პირის შესახებ შეატყობინეს. 44 წლის ქართველი კაცი შენობაში სავენტილაციო შახტის მეშვეობით იყო შეპარული. სავარაუდოდ, მას იქ ფული და სეიფი ეგულებოდა, რის მოპარვასაც აპირებდა. თუმცა სათვალთვალო კამერების და სიგნალიზაციის  დახმარებით ქურდის აღმოჩენა მოხდა. 

„ადგილზე პოლიცია მალევე მივიდა, პოლიციის მისვლის დროს ის ჯერ კიდევ შიგნით იმყოფებოდა და გაქცევას ცდილობდა, მაგრამ ვერ შეძლო. მას მაღაზიაში პოლიციის მოსამსახურე ძაღლმა მიაკვლია. დაკავებული პოლიციამ სამედიცინო შემოწმების შემდეგ დაკითხა და პროკურატურაში გადაიყვანა“, - აცხადებს მედიასთან საქმის გმომძიებელი. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×