რეზონანსი
09.05.2024

დიპლომატიურ კორპუსში არაერთი ღირსეული ადამიანია და ისინი მიიღებენ სწორ გადაწყვეტილებას და დადგებიან არა რუსეთზე გაყიდული ხელისუფლების, არამედ ქართული სახელმწიფოს მხარეს , - ამის შესახებ "ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ანა ნაცვლიშვილმა საფრანგეთში საქართველოს ელჩის გოჩა ჯავახიშვილის მიერ თანამდებობას დატოვებასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ყველა ღირსეული ადამიანის ნაბიჯი უნდა იყოს ის, რომ სახელმწიფოს ღალატში არ მიიღოს მონაწილეობა.

"მივესალმები მის ამ ნაბიჯს. ეს არის ღირსეული პროფესიონალის გადაწყვეტილება. დღეს, როდესაც წყდება საქართველო გააგრძელებს არსებობას, როგორც საქართველო თუ დაბრუნდება რუსულ ჭაობში, ყველა ღირსეული დიპლომატის, ყველა ღირსეული ადამიანის ნაბიჯი უნდა იყოს ის, რომ არ მიიღოს მონაწილეობა სახელმწიფოს ღალატში, ამიტომ ველი საჯარო უწყებებში, ასევე დიპლომატიურ კორპუსში არაერთი ღირსეული ადამიანია და ისინი მიიღებენ სწორ გადაწყვეტილებას და დადგებიან არა რუსეთზე გაყიდული ხელისუფლების, არამედ ქართული სახელმწიფოს მხარეს",- განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×