რეზონანსი
08.05.2024

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელ ლადო აფხაზავაზე თავდასხმაში ბრალდებულ პირს, 4000 ლარის ოდენობით, გირაო შეეფარდა. ინფორმაციას „რუსთავი 2" ავრცელებს.

სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარემ აღმკვეთი ღონისძიების სახით გირაო - 4000 ლარი მოითხოვა, რაც მოსამართლე ია ბარამიძემ დააკმაყოფილა.

ასევე, „რუსთავი 2-ის" ინფორმაციით, თავდასხმაში ბრალდებულს ლადო აფხაზავასა და მის თანმხლებ პირთან მიახლოება აეკრძალა.

შეგახსენებთ, რომ მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელ, ლადო აფხაზავას თავს 5 მაისს დაესხნენ. მისი განცხადებით, შემთხვევა ლანჩხუთში, მის საცხოვრებელთან მოხდა. ამასთან, მან აღნიშნა, რომ თავდამსხმელებს ჰქონდათ ჯოხები. მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა "მასწავლებლის ეროვნულმა ჯილდომ" "ფეისბუქზე" და განაცხადა, რომ განხორციელებული თავდასხმა განსაკუთრებით საეჭვოა მისი სამოქალაქო აქტიურობის ფონზე. თავდასხმის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×