რეზონანსი
07.05.2024

დიდი ალბათობით , „ქართული ოცნება" კანონს „გამჭვირვალეობის შესახებ" მესამე მოსმენითაც მიიღებს, თუნდაც საპროტესტო აქციების ფონზე. აქციები ნელ-ნელა დაკარგავს აქტუალობას, სხვადასხვა მიზეზიდან გამომდინარე, აქედან ძირითადი ისაა, რომ მომიტინგეები ვერ ახერხებენ იმის დამტკიცებას თუ რა არის ამ კანონში რუსული, - წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

როგორც ექსპერტი აღნიშნავს, სახელგატეხილი ოპოზიციონერები ცდილობენ, სათავეში ჩაუდგნენ აქციებს, ასევე, მათ უთანხმოება აქვთ არასამთავრობო სექტორთან.

ნიკოლეიშვილის განცხადებით, უცხოეთს მოუწევს შეეგუოს გამჭვირვალობის კანონს და მოუწოდოს როგორც ხელისუფლებას, ისე ოპოზიციას, არჩევნებისთვის მოემზადონ.

„დიდი ალბათობით , „ქართული ოცნება" კანონს „გამჭვირვალეობის შესახებ" მესამე მოსმენითაც მიიღებს, თუნდაც საპროტესტო აქციების ფონზე. აქციები ნელ-ნელა დაკარგავს აქტუალობას, სხვადასხვა მიზეზიდან გამომდინარე, აქედან ძირითადი ისაა, რომ მომიტინგეები ვერ ახერხებენ იმის დამტკიცებას თუ რა არის ამ კანონში რუსული, მეორე კი ის გახლავთ, რომ აქციებს დროდადრო ცდილობს სათავეში ჩაუდგნენ ხან ერთი და ხან მეორე გაკოტრებული, სახელგატეხილი და ხელმოცარული ოპოზიციონერი, რომლებიც თვითონ არიან რუსებთან თანამშრომლობაში ეჭვმიტანილები. გარდა ამისა ოპოზიციასა და არასამთავრობო სპექტრს შორის მიმდინარეობს გამწარებული შიდა ბრძოლა, ერთმხრივ ლიდერობისთვის და მეორე მხრივ ერთმანეთის ჩასაძირად! რაც შეეხება, უცხოეთის მაღალი დონის პოლიტიკურ ელიტას, მიუხედავად მკაცრი კრიტიკული ტონისა, მაინც მოუწევს შეეგუოს გამჭვირვალობის კანონს, გააკეთოს „კონსტრუქციული" განცხადება, მოუწოდოს ორივე მხარეს, როგორც ხელისუფლებას, ასევე ოპოზიციას მოემზადოს არჩევნებისათვის, რომლის საკმაოდ „მკაცრი" დაკვირვების პირობასაც დადებს. აი, აქ კიდევ ერთხელ გამოჩნდება საქართველოს მოქალაქეების, ამომრჩევლების კეთილგონიერება, თუ რას შორის გააკეთებს არჩევანს პრაგმატული, სტაბილური, მშვიდობიან პოლიტიკას თუ ავანტიურისტულ, სხვის ინტერესებზე დაფუძნებულ პოლიტიკას შორის, რომელიც აუცილებლად ჩართავს საქართველოს ახალ საომარ მოქმედებებში." - წერს ნიკოლეიშვილი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×