რეზონანსი
08.05.2024

"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მოწინააღმდეგეები პარლამენტიდან გალაკტიონის ხიდის მიმართულებით მსვლელობას მართავენ.

როგორც აქციის ორგანიზატორმა განაცხადა, ისინი ხიდთან პერფორმანს გააკეთებენ და ევროკავშირის დროშებს გადმოფენენ.

პერფორმანსის დასრულების შემდეგ, აქციის მონაწილეები კვლავ პარლამენტთან დაბრუნებას გეგმავენ.

მსვლელობის მონაწილეები სკანდირებენ : "საქართველო!", "ჩვენ ვართ საქართველო!"

ამასთან, მათ მსვლელობისას საქართველოს ეროვნული ჰიმნი შეასრულეს.

თავდაპირველად კანონპროექტის მოწინააღმდეგეები პარლამენტთან იყვნენ შეკრებილები, სადაც იყო სიტყვით გამოსვლები.

პარლამენტთან იმყოფებოდა საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ძმა, ოთარ ზურაბიშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ ევროპა საქართველოს მომავალია და კანონპროექტი არის რუსული, რადგან ის საქართველოს ინტერესებს არ იცავს.

„რასაც ახალგაზრდები აკეთებენ, ძალიან კარგია. მე მათი შემცვლელი არ ვარ, ჩვენ, ჩვენი პოლიტიკური ბრძოლა გვაქვს, უცხოეთიდან ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ.

ჩვენ ჩამოსული ვართ იმისთვის, რომ მხარი დავუჭიროთ ჩვენს ახალგაზრდებს. აუცილებელია ყოველდღე მოვიდეთ და ამისთვის მოვედი მეც ამ საღამოს. იმედია, მომავალ დღეებში გავაგრძელებთ ასეთ აქციას. რასაკვირველია, არა რუსულ კანონს! კი ევროპას! ეს არის ჩვენი მომავალი",- განაცხადა ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, კანონპროექტი არის რუსული იმიტომ, რომ არ ემსახურება საქართველოს ინტერესებს.

"კანონი იმიტომ არის რუსული, რომ არ იცავს საქართველოს ინტერესებს და არის ერთი გუნდის აზრი, იმისთვის რომ საქართველოში თავისუფალი აზრი შეზღუდონ. ეს არის მიმართული იმისკენ, რომ ჩაახშონ არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა",- განაცხადა ოთარ ზურაბიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×