ქეთო გოგოხია 27.06.2024
საკონტეინერო გადაზიდვის ტარიფები დიდი სისწრაფით მატულობს. პანდემიური პერიოდის შემდეგ ასეთი მაღალი ფასი პირველად ფიქსირდება, რასაც ბიზნესმენები გლობალურ პროცესებს უკავშირებენ, რამაც გადამზიდავებს პრობლემა შეუქმნა და ტარიფებზეც აისახა. საკონტეინერო გადაზიდვის ინდექსმა ახალ რეკორდებს მიაღწია და 6 000 დოლარს გადააჭარბა. განსაკუთრებით აზიის ქვეყნებიდან საზღვაო გადაზიდვა გაძვირდა. ტენდენცია, მცირე საფასო რყევებით, გასული წლის ნოემბრიდან დაიწყო და ამ დროისთვის უკვე ტარიფების დაახლოებით 350%-იანი მატებაა.
|
გვანცა წულაია 27.06.2024
საქართველოში კადრების დეფიტიცი ისევ გრძელდება. კერძო სექტორი მუშახელის პრობლემას კვლავ განიცდის და ტურისტული თუ აგრარული სეზონის მოახლოებასთან ერთად, პრობლემა უფრო გამწვავდება. სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებზე დასაქმება ქართველების დიდ ნაწილს საზღვრებს გარეთ ურჩევნია, ვიდრე სამშობლოში. მიზეზი, რა თქმა უნდა, მეტი ანაზღარებაა.
|
ქეთო გოგოხია 26.06.2024
საქართველოში აზარტული ბიზნესი მცირეხნიანი შეზღუდვის შემდეგ ისევ ფართოვდება. საკანონმდებლო ცვლილებით ამ ეტაპზე სექტორის გაძლიერება უცხოელების ხარჯზე მოხდება. როგორც აღმოჩნდა, მკაცრი რეგულაციების ფონზე გასართობმა ბიზნესმა მომხმარებლების საკმაო ნაწილი დაკარგა, უცხოელებიც კი სხვა ქვეყნებზე გადაერთდნენ. მდგომარეობის შეცვლას მთავრობა ადგილობრივების დაცვით და უცხო ქვეყნების მოქალაქეების მოზიდვით ცდილობს, რაც იურისტების შეფასებით, დისკრიმინაციული მიდგომაა.
|
გვანცა წულაია 26.06.2024
ეროვნული ვალუტის მკვეთრი გაუფასურების შემდეგ, სავალუტო ბაზარზე ლარის მერყეობა უკვე ყოველდღიურად შეინიშნება. ამპლიტუდა 2-4 თეთრია, თუმცა ასეთი მოცემულობის მიუხედავად, ეკონომისტები ფიქრობენ, რომ სავალუტო ბაზარზე რაიმე საგანგაშო არ ხდება და ეროვნული ბანკიც მდგომარეობას აკონტროლებს.
|
გვანცა წულაია 25.06.2024
ავტოსადგურების გამართლად მუშაობისთვის მთავრობამ ახალი რეგლამენტი დაამტკიცა. იგი გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდა და განისაზღვრა მოთხოვნები, რომელიც ავტოსადგურმა და ავტოსადგომმა უნდა დააკმაყოფილონ. ახლა საინტერესოა, თავად ავტოსადგურების პოზიცია, რამდენად მზად, საკმარია თუ არა მათთვის მიცემული ერთ წლიანი პერიოდი, რა დროშიც მოთხოვნებს უნდა მოერგონ.
|
გვანცა წულაია 25.06.2024
მთავრობამ კურორტ ბახმაროში „ორბის“ სამშენებლო პროექტში სხვადასხვა სახის ცვლილება შეიტანა. შესაბამისი განკარგულება მას შემდეგ გამოიცა, რაც მოსახლეობამ და ურბანისტთა ნაწილმა მრავალფუნქციური სასტუმროს მშენებლობა გააპროტესტა, რის მიზეზადაც ადგილობრივი ტურისტული პოტენციალის საფრთხის შექმნა და ეკოლოგიური თვალსაზრისით პრობლემის უკიდურესად გამწვავება დასახელდა.
|
ქეთო გოგოხია 24.06.2024
საწვავის ბაზარზე მდგომარეობა ნელ-ნელა სტაბილურდება. ლარის გაუფასურების გამო კომპანიებში ფასების შენარჩუნება აქამდე წარმოუდგენელი ჩანდა, თუმცა ბოლო რამდენიმე დღეა, კურსი ნელ-ნელა მყარდება, რაც საწვავის ფასებზეც ადეკვატურად იმოქმედებს. მართალია, ნავთობპროდუქტების გაიაფება ჯერჯერობით ადრეა, თუმცა არსებული ფასები ალბათ შენარჩუნდება. ეს მაშინ, როცა ცოტა ხნის წინ პროდუქტის გაძვირებაზე მიმდინარეობდა საუბარი, თუმცა ახლა ვითარება უმჯობესდება.
|
ირმა ჩიტაია 24.06.2024
ახალგაზრდების განათლების დონე და დასაქმების შესაძლებლობები შრომის ბაზარზე დიდი პრობლემაა. ბოლო წლებში ნეგატიური ტენდენცია გლობალური მასშტაბისაა, თუმცა საქართველოს სურათი ევროპასთან შედარებით გაცილებით მძიმეა. პრობლემა სისტემის გაუმართაობაშია, რადგან დღევანდელი განათლების სისტემა ორიენტირებულია საბაზრო ეკონომიკაზე და ამ გზით ქვეყანა შორს ვერ წავა.
|
ქეთო გოგოხია 24.06.2024
კომუნალურ მომსახურებაში მონოპოლიური მდგომარეობის გამო მომხმარებელთა უფლებები მუდმივად ირღვევა. ადამიანებს არჩევანის საშუალება არ აქვთ და ხშირად გამოუვალი მდგომარეობის პირისპირ რჩებიან. სფეროში კონკურენცია მინიმალურ დონეზეც არ არის და ამ დროს არც კომპანიები ასრულებენ დაკისრებულ ვალდებულებებს, რაც "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" მაგალითზე ერთხელ კიდევ გამოჩნდა. კვირაზე მეტი ხანია, თბილისის მოსახლეობის ნახევარზე მეტს წყალი გრაფიკით მიეწოდება, თუმცა მანამდე ზედიზედ რამდენიმე დღის განმავლობაში უწყლოდ იყო დარჩენილი.
|
ირმა ჩიტაია 24.06.2024
უძრავი ქონების ბაზარზე მოთხოვნის კლება შეიმჩნევა. ტენდენცია ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობს, რისი მიზეზიც, სავარაუდოდ, შიდა პოლიტიკური დაძაბულობა, ლარის კურსი და უარყოფითი მოლოდინია, რაც არასტაბილურობას იწვევს. მაისი ბაზრისთვის არასახარბიელო იყო. მოთხოვნის შემცირებასთან, ერთად იკლო ფასმაც. სექტორში არსებული პრობლემის მოგვარებას წლის ბოლომდე ნაკლებად ვარაუდობენ.
|
ქეთო გოგოხია 21.06.2024
მაღალმთიან დასახლებებში მოსახლეობას საკუთრებაში გააჩნია მცირე ზომის სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები, მაღალია მოთხოვნა ხელის ტრაქტორებზე (მოტობლოკებზე). სწორედ ფერმერთა ამ საჭიროებების გათვალისწინებით შეიქმნა „მაღალმთიან დასახლებებში სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანდაფინანსების“ სახელმწიფო პროგრამა.
|
გვანცა წულაია 20.06.2024
ლარი როგორც მკვეთრადაც გაუფასურდა, ისე მკვეთრად მყარდება. ერთ დღეში კურსი 6 თეთრით გამყარდა და ახლა უკვე 1 აშშ დოლარი 2.7950 ლარი ღირს. საინტერესოა, რას უკავშირდება სავალუტო ბაზარზე მკვეთრი ცვალებადობა და საბოლოოდ შეძლებს თუ არა ლარი დასტაბილურებას?
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|