რეზონანსი
03.05.2024

აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილებაა, რომ პრეზიდენტმა ვეტო დაადო იმ კანონს, რომელსაც ოფშორების კანონს ეძახიან - დემაგოგიურად ირწმუნებიან, რომ ფული და კაპიტალი შემოვა, მაგრამ არაფერი კაპიტალი არ შემოვა. შემოვა, გაირეცხება და გავა უცხოეთში, - ამის შესახებ „ევროოპტიმისტების" დეპუტატმა, რომან გოცირიძემ განაცხადა, რითაც პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მხრიდან ე.წ ოფშორების კანონზე ვეტოს დადებას გამოეხმაურა.

გოცირიძის განმარტებით, უდიდესი რისკის ქვეშ აღმოჩნდება ქვეყნის საბანკო სისტემა და შეიძლება მთლიანად ფინანსური სისტემის კოლაფსი მოხდეს.

„აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილებაა, რომ პრეზიდენტმა ვეტო დაადო იმ კანონს, რომელსაც ოფშორების კანონს ეძახიან, რომელიც, ფაქტობრივად არის ბიძინა ივანიშვილის ოფშორი შავი ფულისა და რუსი ოლიგარქების ფულის საქართველოს მეშვეობით გათეთრების მექანიზმი.

დემაგოგიურად ირწმუნებიან, რომ ფული და კაპიტალი შემოვა, მაგრამ არაფერი კაპიტალი არ შემოვა. შემოვა, გაირეცხება და გავა უცხოეთში. შემდეგ უდიდესი რისკის ქვეშ აღმოჩნდება ქვეყნის საბანკო სისტემა და შეიძლება მთლიანად ფინანსური სისტემის კოლაფსი მოხდეს, ვინაიდან თუკი ჩვენი საბანკო სისტემა შავი ფულის გამტარად გადაიქცა, ეს იქნება უმძიმესი დარტყმა, როგორც ქვეყნის რეპუტაციისთვის, საინვესტიციო მიზიდულობისთვის, ასევე პირწმინდად საბანკო სისტემისათვის. ამიტომ, ეს კანონი, ისევე როგორც აგენტების კანონი, არ უნდა მიიღონ.

ყველა კანონი, რომელიც ამ პერიოდში პარლამენტი განიხილება ემსახურება ერთადერთ მიზანს - ბიძინა ივანიშვილის ფულის სადღაც დაბინავებას და მისი ძალაუფლების განმტკიცებას რუსეთის პოლიტიკური და ფინანსური ზურგით, რაც არ გაუვა. სალომე ზურაბიშვილმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო,", - აღნიშნა რომან გოცირიძემ.

ცნობისთვის, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო და მოტივირებული შენიშვნებით პარლამენტს დაუბრუნა „საგადასახადო კოდექსში" ცვლილებები

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×