სასტუმრო „პარაგრაფთან"„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მოწინააღმდეგეების აქციაზე 1 პირი დააკავეს.
როგორ საპატრულო პოლიციის უფროსმა, ვაჟა სირაძემ განაცხადა, დაკავებული აგრესიული იყო და პოლიციელებს შეაგინა.
„აგრესიული იყო და პოლიციელებს შეაგინა. აქციის ერთ-ერთი მონაწილე დანარჩენ მონაწილეებს გამოეყო და პოლიციელებმა რომ მოუწოდეს, რომ შებრძანდითო, შეაგინა მათ", - განაცხადა სირაძემ.
ცნობისთვის, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მოწინააღმდეგეები სასტუმრო „პარაგრაფთან" არიან შეკრებილები.
აქციის ორგანიზატორები, მოძრაობა „სირცხვილიას" წევრები აცხადებენ, რომ მათი მიზანია, კონფერენციის წევრებს მიაწოდონ ხმა.