გვანცა წულაია
02.07.2024

რუსეთის მთავრობამ ბენზინის ექსპორტზე გაუქმებული აკრძალვა ივლისშიც გაახანგრძლივა. წინა გადაწყვეტილებით, ექსპორტზე მოსხნილი დროებითი აკრძალვა 1-ელ ივლისამდე უნდა ყოფილიყო, თუმცა დადგენილება კიდევ ერთხელ შეიცვალა, რომელმაც მთელი თვე მოიცვა. 

გვანცა წულაია
02.07.2024

უკრაინას ქართველი მეღვინეების დასანქცირება სურს, რისი მიზეზიც რუსეთთან ვაჭრობაა. მაშინ, როდესაც რუსეთთან მთელი მსოფლიო ვაჭრობს, უკრაინას პრობლემა რატომღაც მხოლოდ და მხოლოდ საქართველოსთან აქვს. როგორც ჩანს, ზელენსკის მთავრობას საქართველოსადმი დამოკიდებულება არ შეუცვლია, რითაც კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ჩვენი ქვეყნისადმი სხვა ინტერესი არსებობს. 

ელზა პაპოშვილი
02.07.2024

რა კონფიგურაციით წარდგებიან ამომრჩევლის წინაშე „ერთობის დეკლარაციის“ ირგვლივ გაერთიანებული სუბიექტები, 8 ივლისამდე უნდა გაირკვეს. დეკლარაციას, რომელსაც 6 პარტიამ ხელი ბრიუსელში მოეწერა, ამომრჩეველს დაპირდა, რომ ზუსტად ერთ კვირაში ეტყვიან ვინ ვისთან და რა სახის თანამშრომლობას აპირებენ.   

გაჩნდა მოლოდინი, რომ  „ნაციონალური მოძრაობამ“, „გირჩი – მეტი თავისუფლებამ“, „ახალმა“, „ლელომ“, „დროამ“ და „სტრატეგია აღმაშენებელმა“, რომლებმაც „ოპოზიციის ერთიანობის დეკლარაციას“ ხელი მოაწერეს, გაერთიანებაზე ან რაიმე სახის თანამშრომლობაზე განცხადება უნდა გააკეთონ. 

თამთა ჩაჩანიძე
02.07.2024

მომავალ კვირას ნატოს საიუბილეო სამიტი გაიმართება, სადაც საქართველოც მონაწილეობს, ვაშინგტონში საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაცია მალე გაემგზავრება, რომელსაც უწყების ხელმძღვანელი ილია დარჩიაშვილი უხელმძღვანელებს. იგი დაესწრება სამიტის ფარგლებში დაგეგმილ სხვადასხვა ღონისძიებებს და გამართავს ორმხრივ შეხვედრებს.

ნატალია ჯვარიძე
02.07.2024

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი კიევში პირველად ჩავიდა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ორბანის ავტომობილი დღეს დილით უკრაინაში უნგრეთის საელჩოსთან მივიდა. იგი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკსა და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდა.

ნატალია ჯვარიძე
02.07.2024

აშშ-ს საპრეზიდენტო დებატებისას „რესპუბლიკელთა" კანდიდატმა დონალდ ტრამპმა უკრაინაზეც ისაუბრა და თქვა, რომ გამარჯვების შემთხვევაში ომს შეაჩერებს. ამის შემდეგ, ამერიკული მედია წერს, რომ ბაიდენის წარუმატებელმა გამოსვლამ დააჩქარა ნატოს რიგი ღონისძიებების მომზადება, რომელიც უკრაინის დახმარებას გულისხმობს.

თამთა ჩაჩანიძე
02.07.2024

არასამთავრობო სექტორის ნაწილი პოლიტიკურ მოძრაობა „თავისუფლების მოედანს" აფუძნებს, მისი ერთ-ერთი ლიდერი „გავლენების კანონის" მოწინააღმდეგეთა აქციების ორგანიზატორი და "მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის" დირექტორი ლევან ცუცქირიძეა, რომელსაც მიაჩნია, რომ ოქტომბრის არჩევნებზე ხელისუფლება „აუცილებლად" უნდა შეიცვალოს, თუმცა მომავალმა ხელისუფლებამაც ხალხისთვის მიცემული სიტყვა არ უნდა გატეხოს.

ქეთო გოგოხია
01.07.2024

საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ექიმებსა და მედიკამენტებზეა დამოკიდებული. კვლევების გარეშეც, კლინიკების და სააფთიაქო ქსელების საქმიანობის თვალის ერთი შევლებითაც ჩანს, რომ ექიმებსა და სამედიცინო სერვისებზე მოთხოვნა კატასტროფულად მატულობს. ამას ხელს უწყობს ის გარემოებაც, რომ ექიმების რაოდენობა ძალიან გაიზარდა, რაც ცხოვრების განსხვავებულ წესს ამკვიდრებს საზოგადოებაში. ფაქტობრივად, ექიმებში სიარული და წამლების მოხმარება ცხოვრების წესად იქცა, რასაც სარგებლის ნაცვლად, ადამიანებისთვის ზიანი მოაქვს.

გვანცა წულაია
01.07.2024

საქართველოს ეკონომიკა ბოლო წლებში დამაჯერებლად იზრდება. სტატისტიკური ციფრები, რომელიც სწორედ ამ ყველაფერს ასახავს, მართლაც კარგად გამოიყურება, მაგრამ საინტეროა, რამდენად გრძნობს ქვეყნის მოსახლეობა მშპ-ს ზრდას ან როდის იგრძნობენ ციფრებში გამოხატულ წინსვლას უშუალოდ მოქალაქეები?

ელზა პაპოშვილი
01.07.2024

რა გახდა მთაწმინდაზე  მამუკა ლომიძის მკვლელობის მოტივი, ოჯახს დღემდე არა აქვს პასუხი. როგორც მოკლული ახალგაზრდის ახლობლები ამბობენ,  საქმეზე სასამართლო პროცესები გრძელდება, თუმცა, მკვლელობაში ბრალდებული ბაჩო სირაძე ამ დრომდე დუმილის უფლებას იტოვებს. 

ქეთო გოგოხია
01.07.2024

რამდენიმეწლიანი ლოდინის შემდეგ ენერგეტიკული ბირჟა ნაწილობრივ გაიხსნა.  როგორ განვითარდება მომავალში და რა შესაძლებლობები ექნება ენერგეტიკულ სექტორს ბირჟის ამოქმედებით, დიდწილად იქნება დამოკიდებული სახელმწიფოს პოზიციაზე, რამდენად ჩაერევა მისი მუშაობის პროცესში და ექნება თუ არა დამოუკიდებლად ფუნქციობის შესაძლებლობა. ამის წინაპირობა ჯერჯერობით არ ჩანს. შესაბამისად, გაუგებარია, რა შეღავათი ექნება სექტორს. ცხადია, ენერგეტიკული ბირჟა სამომხმარებლო ტარიფებზე გავლენას ვერ მოახდენს, თუმცა შესაძლებელია ინვესტიციები მოიზიდოს და გენერაციის ობიექტებისა და გამომუშავების ზრდას მნიშვნელოვნად შეუწყოს ხელი.

ელზა პაპოშვილი
01.07.2024

რა მოხდება და როგორ გავლენას მოახდენს საფრანგეთის არჩევნები მსოფლიოზე, თუკი მეორე ტურში გამარჯვება კვლავ მარინ ლე პენის ულტრამემარჯვენე „ეროვნული ერთობის“ პარტიამ მოიპოვა. რა პროცესები დაიწყება ქვეყნის შიგნით და რა გავლენა ექნება მას ევროკავშირის და ნატოს პოლიტიკაზე.   


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×