თამთა ჩაჩანიძე
30.06.2024

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს საფეხბურთო ნაკრების შთამბეჭდავმა დებიუტმა ქვეყანის შიგნით გააჩინა და გააძლიერა ეროვნული ერთიანობის განცდა, ქვეყნის გარეთ კი გაზარდა საქართველოს ცნობადობა და დადებითად შეცვალა ჩვენი ქვეყნისადმი დამოკიდებულება. ამის შესახებ „რეზონანსთან" ანალიტიკოსები საუბრობენ. თუმცა, რამდენად მოახდენს გავლენას ეს ცვლილებები თუნდაც საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე, ეს უკვე მეორე საკითხია.

თამთა ჩაჩანიძე
30.06.2024

რუსული მედიასაშუალებები წერენ, რომ კრემლი საქართველო-რუსეთის მომავალი ურთიერთობის მხრივ ფსონს თბილისის მოქმედ მერზე კახა კალაძეზე დებს. საუბარია იმაზე, რომ რუსეთის ხელისუფლების გათვლით, უახლოეს რამდენიმე წელიწადში კალაძე პრემიერ-მინისტრი გახდება და „მასთან უკვე სერიოზულად შეიძლება დალაპარაკება ურთიერთობის საბოლოო ნორმალიზებაზე", მათ შორის აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზეც.

ელზა პაპოშვილი
30.06.2024

ევროპული საბჭოს 27-28 ივნისის სამიტი საქართველოს მიმართ მხოლოდ გაფრთხილებითა და მოწოდებებით შემოიფარგლა - ხელისუფლებას მოუწოდებენ შეცვალოს მოქმედების კურსი, რომელიც „საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზას, რასაც გაწევრიანების პროცესის დე-ფაქტოდ შეჩერებისკენ მივყავართ“. თუმცა, მანამდე ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელმა ჟურნალისტებს გააცნო 3 კონკრეტული შეზღუდვა, რომელიც ევროკავშირმა საქართველოს მიმართ შეიძლება აამოქმედოს.

ნატალია ჯვარიძე
29.06.2024

„ქართული ქარტია" 26 მაისს გაჩნდა, ერთიანობის დეკლარაცია კი ერთი თვის შემდე - 24 ივნისს. „ქართულ ქარტიას" 17 ოპოზიციური პარტია აწერს ხელს, ერთიანობის დეკლარაციას კი - 7. ანალიტიკურ წრეებში გაჩნდა მოსაზრება, რომ ერთიანობის დეკლარაცია „ქართული ქარტიის" ალტერნატივაა, რაც ამომრჩევლებში დაბნეულობას იწვევს. რამდენად შესაძლებელია, რომ ოპოზიციური პარტიების მიერ მიღებულ ამ ორ დოკუმენტს მართლაც ასეთი ეფექტი ჰქონდეს? ანალიტიკოსთა მისაზრებები ამასთან დაკავშირებით არაერთგვაროვანია.

რეზონანსი
29.06.2024

მიუნხენი 1,35 მილიონი მაცხოვრებლით ბავარიის უდიდესი და გერმანიის სიდიდით მესამე ქალაქია ბერლინისა და ჰამბურგის შემდეგ. ითვლება ქვეყნის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ეკონომიკურ, სატრანსპორტო და კულტურულ ცენტრად.

ელზა პაპოშვილი
29.06.2024

დუშეთის ბაზარშიუკმაყოფილო მყიდველსა და გამყიდველს შორისმომხდარი შელაპარაკება მკვლელობით დასრულდა. როგორც ადგილობეივები „რეზონანსთან“ ყვებიან, მოკლულია 51 წლისმამაკაცი -ბესო სინჯარაძე დანით მიყენებული მრავლობითი ჭრილობებით საავადმყოფო შიმიყვანისას გარდაიცვალა. გავრცელებული ვერსიით, იგი ჩხუბის დროს დაპირისპირებულ მხარეებს აშველებდა და დანა სრულიად შემთხვევით მოხვდა.

ნატალია ჯვარიძე
29.06.2024

პარასკევს, 28 ივნისს აშშ-ში გამართული პირვცელი დებატები დემოკტრატებისათვის კატასტროფული გამოდგა. ამას უკვე დემოკრატების მხარდამჭერი ამერიკული მედიაც აღარ მალავს. სხვადასხვა წყაროების ცნობით, პარტიაში ნამდვილი პანიკაა და უკვე სერიოზულად დაიწყო საუბრები პრეზიდენტობის კანდიდატის ჩანაცვლებაზე. თუმცა, ჯერჯერობით ძნელი სათქმელია რამდენად დათანხმდება ამას მოქმედი პრეზიდენტი, 82 წლის ჯო ბაიდენი.

ელზა პაპოშვილი
28.06.2024

მოხდება თუ არა ოპოზიციური ერთობის ფორმირება - „ნაციონალური მოძრაობა“ ოპოზიციის გაერთიანების სანაცვლოდ გარკვეულ პირობებზე საუბრობს. პარტია მზადაა, ერთიანი სიისა და ერთობის შემთხვევაში, პარტიული ნომერი და სიაში საკუთარი წილიც დათმოს.

ელზა პაპოშვილი
28.06.2024

უკრაინის ფრონტზე ვითარება "არმაგედონად" არ გადაიქცევა, მაგრამ კიდევ ერთი თვე მაინც რთული იქნება, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა განაცხადა.

ნატალია ჯვარიძე
28.06.2024

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინა გადაწყვეტს როდის დაიწყება მოლაპარაკება აგრესორ ქვეყანასთან - რუსეთის ფედერაციასთან. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ზელენსკიმ შესაბამისი განცხადება კიევში, სლოვენიის პრეზიდენტ ნატაშა მუსართან ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა. ნიშნავს თუ არა ეს, რომ ზელენსკი მოლაპარაკების დაწყებას არ გამორიცხავს და რა პირობები უნდა დადგეს საამისოდ.

თამთა ჩაჩანიძე
28.06.2024

2030 წლისთვის საქართველო კანდიდატ ქვეყნებს შორის ყველაზე მეტად იქნება მზად, რათა გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი. რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ აქტიურ თანამშრომლობას ნატო-სთან - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ანგარიშის წარდგენისას.

ნატალია ჯვარიძე
28.06.2024

სატელევიზიო დებატების დროს აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა და „რესპუბლიკელების" პრეზიდენტობის კანდიდატმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ პრეზიდენტ ჯო ბაიდენს ქვეყანა მესამე მსოფლიო ომისკენ მიჰყავს - ბაიდენის თქმით კი, აშშ-ს მესამე მსოფლიო ომი სწორედ დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტების შემთხვევაში ემუქრება.


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×