ირმა ჩიტაია
10.11.2026

თითქმის ორი კვირაა ნავთობის მუდმივად იაფდება. ამერიკის შუალედური არჩევნების შემდეგ დამდგარი ახალი პოლიტიკური რეალობის ფონზე, „ბრენტის“ ტიპის ნავთობის ღირებულებამ 91 დოლარი შეადგინა. სიტუაცია შესაძლოა კიდევ უფრო შეიცვალოს ჰორმუზის სრუტის გახსნის შემთხვევაში, რაც ბაზარზე ნავთობის დამატებით ნაკადს შეიტანს და ფასს კიდევ უფრო დააგდებს. თუ ახალი რეალური სამხედრო დაპირისპირება არ გაჩაღდა, ენერგომატარებლების საგრძნობი გაიაფება გარდაუვალია.

თამარ ვეფხვაძე
10.11.2026

საკანონმდებლო ორგანოში განიხილავენ ცვლილებების პროექტს, რომლითაც საფინანსო ბაზარზე ახალი ბანკები და მაღალი კონკურენცია უნდა გაჩნდეს. სპეციალისტები ამ ცვლილებას მიესალმებიან, თუმცა, მათი აზრით, პრობლემა ამით მაინც არ მოგვარდება.

ქეთო გოგოხია
09.11.2026

ზანგეზურის დერეფნის პროექტი, დიდი ალბათობით, ვერ განხორციელდება.  გეოპოლიტიკური დაძაბულობა სამხრეთ კავკასიაში სახიფათო ფაზაში შედის.  დერეფნის  გარშემო განვითარებული მოვლენები ირანისთვის გადაუჭრელ „წითელ ხაზად“ იქცა. თეირანი სომხეთს ღიად და ხისტი ტონით აფრთხილებს, რაც  უკვე აღარ არის ჩვეულებრივი დიპლომატიური საუბარი, არამედ პირდაპირი მუქარაა. ირანი არ დაუშვებს ამერიკული გავლენის გავრცელებას საკუთარ საზღვრებთან და სტრატეგიულ დერეფანზე კონტროლის გადაცემას მისდამი მტრულად განწყობილი სახელმწიფოსთვის. 

ქეთო გოგოხია
09.11.2026

აჭარაში ციტრუსის სეზონი ოფიციალურად გაიხსნა. მიუხედავად იმისა, რომ კლიმატური პირობების გამო წლიური მოსავალი რეკორდული არ არის, შეიქმნა ყველა საჭირო პირობა, რათა ნარინჯისფერმა რთველმა თითოეულ მხარეს - სახელმწიფოს, ბიზნესსა და ფერმერებს  სასურველი შედეგი მოუტანოს. ამასთან, ხელისუფლების მთავარი სწორება ექსპორტის ზრდასა და საექსპორტო ბაზრების გაფართოებაზეა. ამ დადებით მოლოდინს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გატარებული ეფექტიანი საორგანიზაციო ღონისძიებებიც აძლიერებს.

თამარ ვეფხვაძე
05.11.2026

ერთი კვირაა, საერთაშორისო ბაზარზე ნავთობპროდუქტების ფასების საგრძნობი გაიაფების ტენდენცია შეინიშნება. რაც შეეხება საქართველოს, ჯერ კიდევ სააკაშვილის დროიდან მოყოლებული, დღემდე მივეჩვიეთ, რომ გლობალურ ბაზრებზე დაფიქსირებული კლების ტენდენცია ჩვენთან არასდროს ჰპოვებს სათანადო ასახვას. მიზეზი ისაა, რომ საქართველოს ნავთობპროდუქტების ბაზარი მონოპოლიზებულია, შესაბამისად, დიზელისა და ბენზინის ფასებიც მაღალია. 

ქეთო გოგოხია
04.11.2026

ავიაკომპანიების ტარიფები გაიზარდა, თუმცა მოთხოვნა არ შეცვლილა და თითქმის ყველა მიმართულებაზე შენარჩუნებულია. ზოგიერთ შემთხვევაში  მგზავრთა ნაკადის ზრდაც შეიმჩნევა, რაც განსაკუთრებით ისრაელსა და აღმოსავლეთის ქვეყნების მიმართულებაზე აისახა. ბილეთების გაძვირების  მიზეზი კი, საწვავის მაღალი ხარჯია. 

თამარ ვეფხვაძე
04.11.2026

აშშ-ის ნავთობის სტრატეგიული რეზერვი 282.2 მილიონ ბარელამდე შემცირდა. პარალელურად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ მსოფლიოს ცალკეულ ბაზრებზე დიზელის საწვავის მარაგი, ჰორმუზის სრუტის კოლაფსის ფონზე, 35-წლიან სეზონურ მინიმუმამდე დაეცა. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ აშშ-ის შუალედურ არჩევნებში რესპუბლიკელები დამარცხდნენ. შესაბამისად, არსებული მძიმე ეკონომიკური პრობლემის მოგვარება, სწორედ დემოკრატებს მოუწევთ.  შეიცვლება თუ არა კრიზისი პირას მისული გლობალური ეკონომიკური ტენდენცია?

ირმა ჩიტაია
03.11.2026

ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელმა,  ფაქტობრივად ორჯერ გადააჭარბა მიზნობრივს და წლის ბოლომდე შესაძლოა, კიდევ უფრო გაიზარდოს. მატულობს საყოფაცხოვრებო ხარჯები, რაც რიგითი ადამიანების ცხოვრებას უფრო ამძიმებს. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ სანამ მიდგომა არ შეიცვლება, მდგომარეობა დამძიმდება და უახლოეს მომავალში ინფლაციის მაჩვენებელი კიდევ გაიზრდება.

რეზონანსი
03.11.2026

პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს, რომლითაც საერთაშორისო ბანკების შვილობილებისთვის საქართველოში ლიცენზიის მიღება მარტივდება. რეალურად, რა იცვლება ამ კანონპროექტით და რა პროცესებს უნდა ველოდოთ საბანკო სექტორში? „რეზონანსის“კითხვებზე დარგის სპეციალისტების ერთი ნაწილის პასუხი ცალსახაა - სინამდვილეში, ეს არის ტექნიკური ცვლილება, რომლითაც ქვეყნის მასშტაბით, უცხოური ბანკების ფილიალების გახსნა მარტივდება. ექსპერტების მეორე ნაწილი კი შიშობს, რომ ეს არის საფრთხის შემცველი, უკანონო ფინანსური სახსრების მოსაზიდად. 

ირმა ჩიტაია
02.11.2026

საქართველოში ბინების ფასი ლარში ინფლაციის მაჩვენებელს მნიშვნელოვნად უსწრებს. თუ ეს პროცესი არ დასტაბილურდა, სფეროში შესაძლოა, 2008 წლის კრიზისის სცენარი განმეორდეს. გაძვირების ასეთმა სწრაფმა ტენდენციამ საქართველოს მოქალაქეებისთვის ბინის შეძენა თითქმის შეუძლებელი გახადა. ამას ადასტურებს სტატისტიკაც, სადაც ნათქვანია, რომ მყიდველთა თითქმის 50%-ი უცხო ქვეყნის მოქალაქეა. სპეცილისტების აზრით, თუ სახელმწიფო და ფინანსური სექტორი დროულად არ იზრუნებენ ადგილობრივი მოსახლეობისთვის ალტერნატივების შექმნაზე, არსებული ბუმი შესაძლოა, სამომავლოდ ქვეყნის ეკონომიკისთვის მძიმე ფინანსურ ტვირთად იქცეს.

ქეთო გოგოხია
02.11.2026

ნავთობის გლობალურ ბაზრებზე ფასების ზრდის  ტენდენცია შეიძლება შეიცვალოს.  ბოლო 2 დღეა საერთაშოარისო ბირჯებზე დიდი ვარდნაა. როგორც კი ესკალაციის რისკი შედარებით მცირდება და პოლიტიკური დიალოგის იმედი ჩნდება, სიტუაცია იცვლება. პარალელურად აშკარაა, რომ სპეკულაციური ფაქტორი საკმაოდ დიდია, რაზეც სპეციალისტები დაუფარავად საუბრობენ.

ქეთო გოგოხია
02.11.2026

გაზის გადასახადთან დაკავშირებით მიდგომა იცვლება. უკვე  ცნობილია, რომ საფეხურებრივი ტარიფები დაწესდება, მაგრამ რა უნდა იყოს გაზის ტარიფის ქვედა ზღვარი, რომ მან რეალურად დაიცვას სოციალურად დაუცველი და მოსახლეობის ხელმოკლე ფენა?  რამდენად შესაძლებელია ამ სქემის ეკონომიკურად გამართლება? - ამ კითხვებზე პასუხებიც უახლოეს თვეებში თითოეული ოჯახის ბიუჯეტისთვის გადამწყვეტი იქნება.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×