თამთა ჩაჩანიძე
14.10.2026

 ოპოზიცია პარტიების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოში დაწყებული პროცესის პარალელურად სამოქმედო გეგმაზე მსჯელობს და მოვლენების შესაძლო განვითარების საპასუხო ნაბიჯების განსაზღვრას გეგმავს, ამავდროულად მიიჩნევენ, რომ პროცესმა ქვეყნის შიგნითაც და საერთაშორისო დონეზეც პოლიტიკური ვითარების შეფასება უნდა შეცვალოს და ოპოზიცია საერთო სტრატეგიით მოქმედების აუცილებლობის წინაშე დააყენოს.

ნატალია ჯვარიძე
14.10.2026

ოპოზიციური პარტიების შესაძლო აკრძალვის ფონზე, პოლიტიკური ძალები სამომავლო ნაბიჯებზე მსჯელობენ. როგორც ამბობენ, სათადარიგო გეგმები აქვთ და მალე გააჟღერებენ. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ოპოზიციამ სტრატეგიად შეიძლება სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრება ან ერთობლივი კონსოლიდაცია აირჩიოს.

ნატალია ჯვარიძე
14.10.2026

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე მანანა კობახიძე თანამდებობიდან პირადი განცხადების საფუძველზე, ვადაზე ადრე გადადგა. მისი წასვლის შემდეგ სასამართლოში ცხრა ადგილიდან ორი ვაკანტური რჩება. მის გადაწყვეტილებას არაერთგვაროვანი გამოხმაურებები მოჰყვა. ოპოზიციაში მოსამართლეებზე ზეწოლაზე საუბრობენ, ბევრი მოსალოდნელი სანქციების შიშს უკავშირებს.

თამთა ჩაჩანიძე
14.10.2026

ერთ კვირაში საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა დაიწყება. სასამართლოდან პროცესების თარიღების შესახებ უკვე დაუკავშირდნენ სარჩელში მოხსენიებული პარტიების წარმომადგენლებს, რომელთა ინფორმაციით, სხდომები 21, 22 და 23 ოქტომბერს არის ჩანიშნული. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები პროცესების ფორსირებულად დანიშვნას და სასამართლოს მოსალოდნელ შესაძლო გადაწყვეტილებას აკრიტიკებენ.

თამთა ჩაჩანიძე
13.10.2026

საქართველოს გარშემო პოლიტიკური და ეკონომიკური წნეხი იზრდება - ევროკავშირი თბილისთან ურთიერთობის გადახედვას იანვრისთვის გეგმავს, რუსეთი კი ქართული პროდუქციის ნაწილის იმპორტს ზღუდავს. რა დგას ამ პროცესების უკან, რამდენად შეუძლია საქართველოს დასავლეთთან ურთიერთობების გადატვირთვა და ხომ არ იქცევა რუსული ემბარგო ხელისუფლებაზე დამატებითი ზეწოლის მექანიზმად? ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ ევროკავშირის პოზიციის შეცვლა უახლოეს მომავალში ნაკლებად მოსალოდნელია, ხოლო რუსეთის მიერ დაწესებულ შეზღუდვებში პოლიტიკურ მიზნებსაც ხედავს.

ნატალია ჯვარიძე
13.10.2026

„ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ მიუხედავად ბრიუსელის „შანტაჟისა" და ოპოზიციისთვის შანსების მიცემისა, „შუა დერეფნის" მნიშვნელობიდან გამომდინარე ევროკავშირს ურთიერთობის დალაგება და დიალოგის დაწყება მოუწევს. ანალიტიკოსთა ერთი ნაწილი ამ მიდგომას არარეალისტურად მიიჩნევს, სხვები კი ფიქრობენ, რომ საქართველო ევროკავშირს თავად უფრო მეტად სჭირდება.

თამთა ჩაჩანიძე
13.10.2026

ევროკავშირი საქართველოსთან მიმართებით არსებული პოლიტიკის გადახედვას იანვარში გეგმავს - კაია კალასის განცხადებით, ბრიუსელის ამჟამინდელი მიდგომა ვერც ხელისუფლებაზე საკმარის ზეწოლას უზრუნველყოფს და ვერც ევროკავშირის სტრატეგიული ინტერესების განხორციელებას უწყობს ხელს. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი „ქართულ ოცნებას" დემოკრატიულ უკუსვლასა და ქართველი ხალხისთვის ევროპული მომავლის წართმევაში ადანაშაულებს. მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ საქართველო მზად არის დიალოგს დაუბრუნდეს. თუმცა, მათი შეფასებით. „შუა დერეფნის" მზარდი მნიშვნელობის გამო, ბრიუსელს საქართველოსთან ურთიერთობის აღდგენა თავადაც დასჭირდება.

თამთა ჩაჩანიძე
12.10.2026

 პარტიების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელის განხილვისგან მანანა კობახიძის თვითაცილების მცდელობა უშედეგოდ დასრულდა - საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეს, რომელიც „ქართული ოცნების" ერთ-ერთი დამფუძნებელია და „ნაციონალური მოძრაობის" მწვავე კრიტიკოსი იყო, სარჩელისგან აცილების ოფიციალური მოთხოვნა არ დაუკმაყოფილეს.

ნატალია ჯვარიძე
12.10.2026

აფხაზური მედიის ინფორმაციით, შავი ზღვის თავზე ჩამოაგდეს უკრაინული რაკეტები, რომელიც ოჩამჩირისკენ მიფრინავდა. ეს მსგავსი ტიპის პირველი ინფორმაცია, რომელიც შესაძლოა იმაზე მიუთითებდეს, რომ უკრაინა აფხაზეთის ტერიტორიაზე განლაგებულ რუსულ სამხედრო სამიზნეებზე იწყებს დარტყმებს.

თამთა ჩაჩანიძე
12.10.2026

საქართველო საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე რთული გამოწვევის წინაშე დგას - აშშ-ს საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეჩერებული აქვს, ევროკავშირი დიალოგის აღდგენას კონკრეტული პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმას უკავშირებს. ამ ფონზე რუსეთმა ქართული პროდუქციის ნაწილის იმპორტსა და რეალიზაციაზე შეზღუდვები დააწესა, რასაც შესაძლოა უფრო ფართო ეკონომიკური ზეწოლის დაწყების საფრთხეც უკავშირდებოდეს.

ნატალია ჯვარიძე
12.10.2026

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამჯერად ახლად შექმნილ ოპოზიციურ პარტიებს უპირისპირდება. მისი აზრით, ოპოზიციაში იქმნება ახალი პარტიები, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ, „ოცნების" სარჩელის საფუძველზე, 5 ოპოზიციურ პარტიის აკრძალვას ელოდებიან, რათა შემდეგ ოპოზიციურ ველზე მათი ნიშა დაიკავონ. ამ პარტიებსა და მათ ლიდერებს სააკაშვილი „იმბეცილოებს" უწოდებს, რომელთაც სურთ გახდნენ „ახალი მიშა" და ამ კონტექსტში მინიშნებას აკეთებს პარტია „ჯერ საქართველო"-ს დამფუძნებელ ვიქტორ ყიფიანზე.

თამთა ჩაჩანიძე
11.10.2026

12-13 ოქტომბერს ლუქსემბურგში დაგეგმილ მინისტერიალზე საუბრის მთავარი თემა აშშ-რუსეთის „დიზელის გარიგება" იქნება, რომელიც დასავლეთში მკვეთდად ნეგატიურად იქნა აღქმული. საპასუხოდ ევროკავშირი რუსეთისთვის სანქციების კიდევ უფრო გაძიერებას აანონსებს. ამის ფონზე კი მინისტერიალის დღის წესრიგში საქართველოს საკითხიც არის შეტანილი.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×