ნატალია ჯვარიძე
14.10.2026

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე მანანა კობახიძე თანამდებობიდან პირადი განცხადების საფუძველზე, ვადაზე ადრე გადადგა. მისი წასვლის შემდეგ სასამართლოში ცხრა ადგილიდან ორი ვაკანტური რჩება. მის გადაწყვეტილებას არაერთგვაროვანი გამოხმაურებები მოჰყვა. ოპოზიციაში მოსამართლეებზე ზეწოლაზე საუბრობენ, ბევრი მოსალოდნელი სანქციების შიშს უკავშირებს.

თამთა ჩაჩანიძე
14.10.2026

ერთ კვირაში საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა დაიწყება. სასამართლოდან პროცესების თარიღების შესახებ უკვე დაუკავშირდნენ სარჩელში მოხსენიებული პარტიების წარმომადგენლებს, რომელთა ინფორმაციით, სხდომები 21, 22 და 23 ოქტომბერს არის ჩანიშნული. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები პროცესების ფორსირებულად დანიშვნას და სასამართლოს მოსალოდნელ შესაძლო გადაწყვეტილებას აკრიტიკებენ.

თამარ ვეფხვაძე
13.10.2026

საერთაშორისო ბაზარზე დიზელის ფასი ისტორიულ მაქსიმუმს მიუახლოვდა.  1 ბარელის ღირებულებამ უკვე 200 დოლარს გადააჭარბა და როგორც სპეციალისტები ვარაუდობენ, შესაძლოა, 250 დოლარსაც კი მიაღწიოს. დიზელის გაძვირებას ორი მიზეზი აქვს: აშშ-ირანისა და რუსეთ-უკრაინის ომი. თუ ეს კონფლიქტები არ დარეგულირდება და ჩაკეტილი სრუტეები არ გაიხსნება, ნავთობპროდუქტების გაიაფება წარმოუდგენელია. 

ირმა ჩიტაია
13.10.2026

პენსიების გაზრდის შემდეგ, პარლამენტში ვეტერანებისა და მარჩენალდაკარგული ბავშვების დახმარების გაზრდის ინიციატივა წამოჭრეს. „ხალხის ძალის“ წევრის, სოზარ სუბარის ამ წინადადებას სპეციალისტები დადებითად აფასებენ. რამდენადაც დღეს არსებული მიზერული შემწეობა მინიმალურ მოთხოვნილებებსაც ვერ აკმაყოფილებს, ექსპერტების ნაწილი იმედოვნებს, რომ მთავრობა ამ საკითხს 2027 წლის ბიუჯეტში უკვე გაითვალისწინებს.

ნატალია ჯვარიძე
13.10.2026

იმის ფონზე, რომ ბოლო დროს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკიზე წნეხი გააძლიერა, რესპექტაბელურ მედიაში ვრცელდება ცნობები იმის შესახებ, რომ შესაძლოა ახლა ამერიკამ უკრაინას რუსულ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმების გამო სამხედრო დაზვერვის გაზიარება და იარაღის მიწოდების სისტემა შეუჩეროს, რასაც ომში კრიტიკული მნიშვნელობა გააჩნია. სამხედრო ანალიტიკოსის ვახტანგ მაისაიას პროგნოზით, დახმარების შეწყვეტა უკრაინის მდგომარეობას რადიკალურად შეცვლის.

თამთა ჩაჩანიძე
13.10.2026

საქართველოს გარშემო პოლიტიკური და ეკონომიკური წნეხი იზრდება - ევროკავშირი თბილისთან ურთიერთობის გადახედვას იანვრისთვის გეგმავს, რუსეთი კი ქართული პროდუქციის ნაწილის იმპორტს ზღუდავს. რა დგას ამ პროცესების უკან, რამდენად შეუძლია საქართველოს დასავლეთთან ურთიერთობების გადატვირთვა და ხომ არ იქცევა რუსული ემბარგო ხელისუფლებაზე დამატებითი ზეწოლის მექანიზმად? ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ ევროკავშირის პოზიციის შეცვლა უახლოეს მომავალში ნაკლებად მოსალოდნელია, ხოლო რუსეთის მიერ დაწესებულ შეზღუდვებში პოლიტიკურ მიზნებსაც ხედავს.

ნატალია ჯვარიძე
13.10.2026

„ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ მიუხედავად ბრიუსელის „შანტაჟისა" და ოპოზიციისთვის შანსების მიცემისა, „შუა დერეფნის" მნიშვნელობიდან გამომდინარე ევროკავშირს ურთიერთობის დალაგება და დიალოგის დაწყება მოუწევს. ანალიტიკოსთა ერთი ნაწილი ამ მიდგომას არარეალისტურად მიიჩნევს, სხვები კი ფიქრობენ, რომ საქართველო ევროკავშირს თავად უფრო მეტად სჭირდება.

თამთა ჩაჩანიძე
13.10.2026

ევროკავშირი საქართველოსთან მიმართებით არსებული პოლიტიკის გადახედვას იანვარში გეგმავს - კაია კალასის განცხადებით, ბრიუსელის ამჟამინდელი მიდგომა ვერც ხელისუფლებაზე საკმარის ზეწოლას უზრუნველყოფს და ვერც ევროკავშირის სტრატეგიული ინტერესების განხორციელებას უწყობს ხელს. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი „ქართულ ოცნებას" დემოკრატიულ უკუსვლასა და ქართველი ხალხისთვის ევროპული მომავლის წართმევაში ადანაშაულებს. მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ საქართველო მზად არის დიალოგს დაუბრუნდეს. თუმცა, მათი შეფასებით. „შუა დერეფნის" მზარდი მნიშვნელობის გამო, ბრიუსელს საქართველოსთან ურთიერთობის აღდგენა თავადაც დასჭირდება.

ირმა ჩიტაია
12.10.2026

რუსეთმა ქართული ღვინისა და უალკოჰოლო სასმელების ნაწილის იმპორტი ისევ შეზღუდა. მიუხედავად ფრთხილი პოლიტიკისა, მოსკოვი მაინც არასაიმედო პარტნიორად რჩება. ამ დროს კი ქართული ღვინის ექსპორტის თითქმის 65% სწორედ რუსეთზე მოდის. დარგის სპეციალისტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს კიდევ ერთი სიგნალია ალტერნატიული ბაზრების მოსაძებნად, ნაწილი კი თვლის, რომ მეზობელთან ვაჭრობის შეწყვეტა შეუძლებელია და ხელისუფლებამ პრობლემა სასწრაფოდ უნდა მოაგვაროს.

თამთა ჩაჩანიძე
12.10.2026

 პარტიების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელის განხილვისგან მანანა კობახიძის თვითაცილების მცდელობა უშედეგოდ დასრულდა - საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეს, რომელიც „ქართული ოცნების" ერთ-ერთი დამფუძნებელია და „ნაციონალური მოძრაობის" მწვავე კრიტიკოსი იყო, სარჩელისგან აცილების ოფიციალური მოთხოვნა არ დაუკმაყოფილეს.

ქეთო გოგოხია
12.10.2026

საქართველოში ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროცესის დაჩქარების მიზნით, ხელისუფლება ახალ მეთოდს ნერგავს. სახელმწიფოს გადაწყვეტილებით, საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის პარალელურად, ამოქმედდება პროგრამა, რომელიც დევნილებს ბინის ნაცვლად, ალტერნატივად პირდაპირ ფულად კომპენსაციას შესთავაზებს.

ნატალია ჯვარიძე
12.10.2026

აფხაზური მედიის ინფორმაციით, შავი ზღვის თავზე ჩამოაგდეს უკრაინული რაკეტები, რომელიც ოჩამჩირისკენ მიფრინავდა. ეს მსგავსი ტიპის პირველი ინფორმაცია, რომელიც შესაძლოა იმაზე მიუთითებდეს, რომ უკრაინა აფხაზეთის ტერიტორიაზე განლაგებულ რუსულ სამხედრო სამიზნეებზე იწყებს დარტყმებს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×