ელზა პაპოშვილი
04.07.2022

რატომ ვერ მოახერხა ოპოზიციამ 3 ივლისს აქციის მონაწილეებისთვის სამოქმედო გეგმის წარდგენა, რამაც იქ შეკრებილი საზოგადოების  უკმაყოფილება და პროტესტი გამოიწვია. 

„სირცხვილიას“ მიერ დაანონსებულ აქციაზე მისული ხალხი კონკრეტული გეგმის გაცნობას ითხოვდა, რაზეც ორგანიზატორებმა უპასუხეს, რომ ღამე პარლამენტის შენობასთან გაეტარებიანთ და სამოქმედო გეგმასაც ნელ-ნელა გააცნობდნენ, თუმცა ხალხი დაიშალა. 

მამუკა ნაცვალაძე
03.07.2022

ვენის, ვატიკანის, რომისა და ვენეციის არქივებში დაცული ქართული და უცხოური წყაროების მიხედვით საქართველოს მეთვრამეტე საუკუნის ისტორიის რეკონსტრუირებამ და ერეკლე მეორის ეპოქის ფუნდამენტალურმა შესწავლამ მიგვიყვანა იმ დასკვნამდე, რომ ქართლ-კახეთის მეფე საკმაოდ კარგად იცნობს თავისი ეპოქის საერთაშორისო მოვლენებს, დაწვრილებით ერკვევა იმ მსოფლიო ისტორიული პროცესის არსში, რაც ფაქტობრივად განსაზღვრავს ნებისმიერი ქვეყნის განვითარების ტენდენციებს. შესაბამისად, ერეკლე ცდილობს ამ პროცესების გათვალისწინებით დასაპყრობად განწირული მცირე სახელმწიფო ერთიანი კავკასიური სახელმწიფოს საფუძვლად, შესაბამისად, ევროპის საერთაშორისო სისტემის ნაწილად აქციოს და მაქსიმალურად გამოიყენოს კავკასიის გეოსტრატეგიული უპირატესობა.

თამთა ჩაჩანიძე
03.07.2022

მოძრაობამ „სირცხვილია" საზოგადოებას 3 ივლისს აქციაზე მთელი ღამით რუსთაველის მოედანზე დარჩენა შესთავაზა, რათა ხელისუფლება დათმობაზე წავიდეს. ანალიტიკოსების შეფასებით, ორგანიზატორები აპირებენ, რომ მასობრივი გამოსვლები დაიწყონ და ესაა ერთგვარი ტესტი, თუმცა, ამასთანავე დასძენენ, რომ სამოქალაქო საზოგადოება ხალხს არ ეუბნება, იმას, რომ თუ „ქართული ოცნება" წავა, ხელისუფლებაში ვინ მოვა და თუ ნებისმიერი მომდევნო შეკრება გეგმის თვალსაზრისით ასეთივე უშინაარსო იქნება, საზოგადოებას გული აუცრუვდება.

თამთა ჩაჩანიძე
03.07.2022

უკრაინულმა ძალებმა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ქალაქ მელიტოპოლში მდებარე ბაზაზე 30-ზე მეტი დარტყმა განახორციელეს. რამდენიმე აფეთქება მოხდა ქვეყნის საზღვართან ახლოს მდებარე რუსეთის ქალაქ ბელგოროდში. როგორც სამხედრო ანალიტიკოსები ამბობენ, ეს ცალსახად იმაზე მიუთითებს, რომ უკრაინის არმიას ახალი შესაძლებლობები მიეცა და დასავლური იარაღი უკვე მათ ხელშია.

ელზა პაპოშვილი
03.07.2022

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე "რეზონანსთან" ინტერვიუში ამბობს, რომ მისი აზრით, მოთხოვნა ირაკლი ღარიბაშვილი გადადაგეს და ტექნიკური მთავრობა დაინიშნოს, არასწორია. ერთი რამ ფაქტია, რომ ქვეყანა არასტაბილურ ზონაში შევიდა და არჩევნებამდე მუდმივად ასეთი რთული სიტუაცია იქნება.

თეონა ვეშაგური
02.07.2022

„ქართული ოცნება" 12 პუნქტის შესასრულებლად და პოლიტიკური პოლარიზაციის შესამცირებლად ოპოზიციას, არასამთავრობოებს და მედიას მორატორიუმს სთავაზობს. ოპოზიციური პარტიები კი უნდობლობას უცხადებენ ხელისუფლების ახალ ინიციატივას.

თეონა ვეშაგური
02.07.2022

კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა ბოლო კვირის განმავლობაში თითქმის გაორმაგდა, ექსპერტების პროგნოზით არ არის გამორიცხული ინფიცირების რიცხვი კიდევ გაიზარდოს - მიზეზად სახელდება ომიკრონის ახალი ქვეშტამის გამოჩენა. პარალელურად ცნობილი ხდება, რომ „ფაიზერი" და „მოდერნა" ახალ ვაქცინაზე მუშაობენ.

ელზა პაპოშვილი
02.07.2022

მორიგი უმძიმესი დანაშაული, სადაც მოკლული ისევ ქალია - ფემიციდის კიდევ ერთი შემთხვევა ქუთაისში, 36 წლის თინათინ ტურაბელიძეს ყოფილი ქმარი დავით ცერცვაძე, სავარაუდოდ, სასტიკად გაუსწორდა. ქალს მისსავე სახლში მამაკაცმა ყელის არეში დანით ჭრილობები მიაყენა, რის შდეგადაც ადგილზევე დაიღუპა. ახალგაზრდა ქალის გადარჩენა მეზობლებმა ვერ მოასწრეს. სახლში შესულებს ის უკვე გარდაცვლილი დახვდათ. მათ მოახერხეს და დამნაშავე პოლიციის მოსვლამდე ბინაში ჩაკეტეს.  

ელზა პაპოშვილი
01.07.2022

თუ ოპოზიცია გონივრულ მოთხოვნებს არ დააყენებს, პროტესტი მიილევა და კვლავ ქუჩიდან სახლებში გადაინაცვლებს, როგორც ეს 2009 წელს მოხდა. ხალხს ყველაფერი გადატრიალების ან რევოლუციის შესახებ შიშს უჩენს. ოპოზიციას დასავლეთიდანაც მხარდაჭერა არ ექნება. ამიტომ უნდა მოითხოვონ 12 პუნქტის შესრულება და ამ კუთხით ხელისუფლების კონტროლი, ამბობს ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე 3 ივლისის აქციაზე საუბრისას.        

თამთა ჩაჩანიძე
01.07.2022

ევროკავშირის მიერ შემოთავაზებულ 12 პუნქტიან გეგმა-რეკომენდაციაში დეპოლარიზაცია ზუსტად პირველ პუნქტადაა დაწერილი. ვფიქრობ, რომ ეს პუნქტი ენმ-ს რადიკალიზმის გამო შეუსრულებადია. არანაირი ილუზია არ მაქვს, რომ ენმ და „ქართული ოცნება" რომელიმე საკითხის შესაჯერებლად და გადაწყვეტილების გამოსატანად ერთად დასხდებიან, თუნდაც პარლამენტის შენობაში. აქ საერთაშორისო მედიაციაც ვეღარ ჩაერთვება - ამის შესახებ „რეზონანსთან" ანალიტიკოსმა გია აბაშიძემ მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების შეფასებისას განაცხადა. მეტიც, ფიქრობს, რომ საქართველოში პოლარიზაცია დღითიდღე უფრო რთულ ფორმებს იღებს.

ელზა პაპოშვილი
01.07.2022

მოხუცების მომვლელი ქალი, რომელიც ათენში მათივე ძარცვის ბრალდებით დააკავეს, ახლა გამოძიებას წინასწარი დაკავების იზოლატორში ელოდება. ბერძნული მედიის ინფორმაციით 47  ქალს ბოლო რამოდენიმე კვირა სპეცსამსახურის წარმომადგენლები უთვალთვალებდნენ. ბერძნული მედიის მტკიცებით, ის მოხუცებთან  ნდობაში შედიოდა,  ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული საშუალებით აბრუებდა, შემდეგ კი ძარცვავდა.

თამთა ჩაჩანიძე
01.07.2022

3 ივლისს თბილისში სახალხო მოძრაობის, "შინ ევროპისკენ" ორგანიზებით კიდევ ერთი აქცია გაიმართება, რომლის მთავარი მოთხოვნებია: გადადგეს თანამდებობიდან პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და შეიქმნას ეროვნული თანხმობის მთავრობა. როგორც ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" აცხადებს, ლოგიკურია, რომ ხელისუფლება მათ მოთხოვნებს არ გამოეხმაურა, რაც შეეხება იმას თუ რა სცენარია მოსალოდნელი, ანალიტიკოსი ამბობს, რომ ეს თავად ხალხზეა დამოკიდებული, თუმცა „ის, რომ რევოლუციური სცენარია ჩაფიქრებული, ამაში უკვე ეჭვი არავის არ ეპარება".


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×