თამთა ჩაჩანიძე 27.05.2024
უკრაინის ხელისუფლება პერიოდულად ითხოვს უფლებას, რომ მის ხელთ არსებული დასავლური იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე ლეგიტიმურ სამიზნეებზე გამოიყენოს, თუმცა ამ დრომდე აკრძალვა ძალაშია და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი კვლავ ძველ პოზიციაზეა. როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, ნატოს გენმდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადება, რომ რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმების აკრძალვით უკრაინული ძალების თავდაცვის უნარი იზღუდება, ამ მხრივ არაფერს შეცვლის.
|
ირმა ჩიტაია 27.05.2024
მოსალოდნელმა სანქციებმა და ლარის კურსის რყევამ შესაძლოა, სამომხმარებლო ბაზარზე ფასების მატება გამოიწვიოს. ბიზნესმენთა ნაწილის აზრით, გარდა იმისა, სანქციები საქართველოს იმიჯს აზარალებს, ის უარყოფით გავლენას მოახდენს ადგილობრივ ბიზნესზე. მეორე ნაწილი კი მიიჩნევს, რომ აღნიშნული მოვლენები საგრძნობლივად ვერ დააზარალებს მეწარმეებს და ვერც პროდუქციის გაძვირებაზე მოახდენს დიდ გავლენას.
|
ელზა პაპოშვილი 27.05.2024
ბოლო 3 კვირაში საქართველოში 4 ქალი მოკლეს. ბოლო შემთხვევა 23 მაისს სამეგრელოში, სოფელ კორცხელში მოხდა, სადაც ქმარმა ცოლი ჩაქუჩის თავში ჩარტყმით მოკლა. მანამდე 27 წლის კაცმა რუსთავში, ერთ-ერთ სკვერში ყოფილი მეუღლე და ყოფილი სიდედრი სანადირო თობიდან ჩაცხრილა. 16 მაისს გარდაბანში 23 წლის მამაკაცმა საკუთარი და განსაკუთრებული სისასტიკით მოკლა - ჯერ ავტომობილი დააჯახა, შემდეგ კი უმწეო მდგომაარეობაში მყოფ ქალს დანით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა.
|
ქეთო გოგოხია 27.05.2024
გლობალურ ბაზრებზე განვითარებული პროცესებისა და ასევე საქართველოში სავალუტო რყევის მიუხედავად, ნავთობპროდუქტების ბაზარი სტაბილურობას ინარჩუნებს. ბოლო პერიოდში საწვავის ღირებული ცოტათი კი გაიზარდა, მაგრამ ქვეყანას საწვავის მარაგის კუთხით პრობლემა არ აქვს და როგორც სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, დეფიციტი არ იქნება. ამის პირობას ბაზრის დივერსიფიცირება იძლევა, რასაც ამყარებს ის გარემოებაც, რომ რუსეთიდან დაწესებული შეზღუდვა მოიხსნა და შედარებით იაფ საწვავზე წვდომა კიდევ უფრო გამარტივდება.
|
ნატალია ჯვარიძე 27.05.2024
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ 2030 წლისათვის საქართველო ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას გეგმავს, მოსკოვიდან, სოხუმიდან და ცხინვალიდან პირველი გამოხმაურებები მოჰყვა. რამდენად რეალურია ეს გეგმა და რას ნიშნავს, როდესაც პრემიერი ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების კონკრეტულ თარიღს ასახელებს?
|
ნატალია ჯვარიძე 26.05.2024
დასავლეთის სადაზვერვო სააგენტოებში მიაჩნიათ, რომ წლის ბოლომდე უკრაინას ტერიტორიების დიდი დანაკარგი ემუქრება. განსაკუთრებით რთული ვითარება ამ მხრივ ხარკოვის ოლქშია. თუმცა, ანალიტიკოსების თქმით, მიუხედავად რუსეთის მხრიდან საჰაერო დარტყმებისა და ქალაქის განადგურებისა, ხარკოვის მიმართულებაზე რუსეთის შეტევა შემცირებულია. მათივე აზრით, წლის ბოლომდე უკრაინის მნიშვნელოვანი ტერიტორიების დაკარგვა ნაკლებად მოსალოდნელია.
|
ნატალია ჯვარიძე 26.05.2024
პარლამენტი „უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას 28 მაისს გეგმავს. 27 მაისს კი ეს საკითხი ჯერ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე იქნება განხილული. როგორ ჩაივლის ეს პროცესი და გაგრძლედება თუ არა ამის შემდეგ საპროტესტო გამოსვლები?
|
თამთა ჩაჩანიძე 26.05.2024
ქვეყანაში აგორებული საპროტესტო გამოსვლების ფონზე, ოპოზიციაში ახალ საარჩევნო სტრატეგიაზე დაიწყო მსჯელობა. განხილვის მთავარი თემაა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ გაერთიანება და ერთიანი საარჩევნო სიის შექმნა, თუმცა ამ საკითხზე პოზიციები განსხვავებულია. პარტიების ნაწილი ფიქრობს, რომ ერთიანი სია იქნება „საჩუქარი“ „ქართული ოცნებისთვის“, რითაც ოპიზიცია სასტიკად დამარცხდება. მეორე ნაწილი კი ფიქრობს, რომ ხელისუფლების არჩევნებით შეცვლა მხოლოდ დიდი ოპოზიციური გაერთიანების პირობებშ იქნება შესაძლებელი.
|
ელზა პაპოშვილი 26.05.2024
მიმდინარეობს თუ არა თბილისსა და მოსკოვს შორის კულუარული მოლაპარაკება ამა თუ იმ ფორმით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შესაძლო აღდგენაზე? ბოლო დროს, როგორც ქართულ, ასევე რუსულ საინფორმაციო სივრცეში გაჩნდა მოსაზრება, რომ საქართველოსა და დასავლეთს შორის ურთიერთობების მკვეთრი გაუარესების ფონზე, შესაძლოა მოხდეს რუსულ-ქართული ურთიერთობების დათბობა, რისი ლოგიკური გაგრძელებაც იქნება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის რეინტეგრაცია ქართულ სახელმწიფოში.
|
ელზა პაპოშვილი 25.05.2024
ცოლის მკვლელობაში ბრალდებულ მამაკაცს ბრალი წაუყენეს. ფემიციდის ეს კიდევ ერთი შემზარავი ფაქტი ზუგდიდის სოფელ კორცხელში მოხდა. პროკურატურის ინფორმაციით, ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე 51 წლის გოჩა ჩოხაძეა დაკავებული. გამოძიების ინფორმაციით, მან საკუთარ მეუღლეს თავის არეში უმძიმესი დაზიანებები მიაყენა. მამაკაცი ქალს ჯერ ფიზიკურად გაუსწორდა, შემდეგ კი თავში ჩაქუჩი ჩაარტყა.
|
თამთა ჩაჩანიძე 25.05.2024
შესაძლოა აშშ-ის მიერ დაანონსებულ სანქციებს ევროკავშირისგან შეზღუდვებიც წამოეწიოს - 27 მაისს ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტია დაგეგმილი, სადაც ერთ-ერთი მთავარი სწორედ საქართველოს საკითხია. მანამდე ევროკავშირის ლიდერებისგან გასნსხვავებული გავცხადებები კეთდებოდა. ერთის მხრივ, საუბარი იყო „გავლენების კანონის“ უარყოფით ეფექტსა და მისი მიღების შემთხვევაში სხვადასხვა ტიპის სანქციების შესაძლო დაწესებაზე. მეორერს მხრივ კი იმაზე, რომ ევროპა „ძალიან ფრთხილად” უნდა იყოს, რომ არ შელახოს ქართველების ეროვნული გრძნობები.
|
თამთა ჩაჩანიძე 24.05.2024
რუსეთის პრეზიდენტი ვლდიმერ პუტინი მზადაა დათანხმდეს უკრაინასთან ზავზე, „თუ ჯარები ამჟამინდელი ფრონტის ხაზზე დარჩებიან". უკრაინის ხელისუფლება პუტინის სცენარებს არ თანხმდება, ქვეყნის საგარეო უწყების შეფასებით, ეს ფაქტიურად ნიშნავს, რომ პუტინს ამჟამად არ აქვს სურვილი, დაასრულოს უკრაინის წინააღმდეგ აგრესია.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|