რეზონანსი
02.05.2024

"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მოწინააღმდეგე აქციის ორგანიზატორები 11 მაისს დიდი მანიფესტაციას აანონსებენ.

როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა საკანონმდებლო ორგანოსთან სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ყველამ უნდა დაიმახსოვროს 11 მაისი და აქციაზე მივიდეს ყველა ის პირი, ვინც ჯერ პროტესტის გამოსახატად არ გამოსულა.

"მინდა დაიმახსოვროთ ეს თარიღი - 11 მაისი. 11 მაისს ყველამ ერთად მოვაწყოთ ძალიან დიდი მანიფესტაცია. დიდი, მშვიდობიანი, ძლიერი, თავდაჯერებული მანიფესტაცია. ჩაინიშნეთ ეს თარიღი. ყველამ ავიღოთ ეს დავალება, ის ადამიანები, ვინც ჯერ აქ {აქციაზე} არ ყოფილან მოვიყვანოთ", - აღნიშნა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ლევან ცუცქირიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×