რეზონანსი
03.05.2024

სვანეთში მომხდარი ტრაგედიის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც ირკვევა, ავტომობილის გადავარდნის შემდეგ მდინარე ნაკრაში ეკა და გიორგი ვიბლიანებს და საბა გვარმიანს ეძებენ. კომენტარებიდან გაირკვა, რომ ისინი მე-12 კლასელები იყვნენ და მალე ბოლო ზარი ექნებოდათ.

„ეკა, გიორგი, საბა, მალე სკოლის ბოლო ზარი ექნებოდათ", - წერენ კომენტარებში. 

მდინარეში გუშინ გადავარდნილი ავტომობილი მაშვენებლმა იპოვეს, თუმცა ახალაზრდებს ამ დრომდე ეძებენ.

„წარმოუდგენელი ტრაგედია დატრიალდა სვანეთში. სამი ახალგაზრდა ავტოკატასტროფაში დაიღუპა, მდინარე ნაკრაში გადავარდნენ და ტალღებმა გაიტაცა ავტომობილიანად ენგურისკენ. მაშველები ამ დრომდე ეძებენ.

სამძიმარს ვუცხადებთ ოჯახს, ნაკრელებს,მთელს სვანეთს... უდიდესი დანაკლისია ყველასთვის!", - წერს სვანეთინიუსი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×