რეზონანსი
03.05.2024

„გუშინ ივანიშვილმა ქართველები, ახალგაზრდები თავის ზონდერებს აცემინა -„ოცნების" ბოლოდროინდელი ქმედებები სამოქალაქო დაპირისპირების რეალურ საფრთხეს ქმნის,- ამის შესახებ "გახარია საქართველოსთვის" განცხადებაშია ნათქვამი.

ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ მშვიდობით უნდა მივიყვანოთ ქვეყანა 26 ოქტომბრამდე და დავუბრუნოთ საქართველოს ევროპული პერსპექტივა.

„გუშინ ივანიშვილმა ქართველები, ახალგაზრდები თავის ზონდერებს აცემინა. ზონდერებს, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს, განსხვავებული აზრის მიმართ, ზუსტად ასეთივე სადამსჯელო ღონისძიებებს ახორციელებდნენ. მოძალადე და კორუმპირებულ მოსამართლეებთან ერთად, ივანიშვილმა „ნაცმოძრაობის" ზონდერები და მათი მეთოდებიც გადმოიბარა. ეს არის შიშის და სისუსტის ნიშანი. ასე დასრულდა „ნაციონალური მოძრაობა". ასე დასრულდება „ოცნება". „ოცნების" ბოლოდროინდელი ქმედებები სამოქალაქო დაპირისპირების რეალურ საფრთხეს ქმნის. ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებმა, თავიდან უნდა ავირიდოთ სამოქალაქო დაპირისპირება, მშვიდობით უნდა მივიყვანოთ ქვეყანა 26 ოქტომბრამდე და დავუბრუნოთ საქართველოს ევროპული პერსპექტივა",-აღნიშნულია განცხადებაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×