რეზონანსი
03.05.2024

„ჩვენ პარტნიორის ელჩი გვჭირდება და არა მეფისნაცვალი - მეფისნაცვალი გვყავდა რუსეთიდან და ამაზე უარი ვთქვით. ახლა გვინდა პარტნიორის ელჩი, რომელიც ქვეყნის პირველ პირთან მობრძანდება, კითხვებს სახალხოდ დასვამს და ამასთან, პრემიერ-მინისტრი სახალხოდ გასცემს პასუხს", - ამის შესახებ „ხალხის ძალის" აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა მედიას განუცხადა.

მისი თქმით, თუკი ამერიკის შეერთებული შტატები, რომელიც საქართველოს პარტნიორი ქვეყანაა, დაგველაპარაკება, როგორც უფროსი ქვეყნის წარმომადგენელი, მას უნდა შევახსენოთ, რომ ჩვენ სუვერენული ქვეყანა ვართ.

„ამერიკისგან პრემიერისთვის შეთავაზება, ამერიკაში ჩამობრძანდი და აქ განვიხილოთ თქვენი კანონი, მანამდე კი ის შეაჩერეო, ზუსტად ესაა ვასალური დამოკიდებულება.

„გამჭვირვალობის შესახებ" კანონი ქართულია და საქართველოში არის - ამერიკაში რატომ უნდა იყოს ამის განხილვა?! პრემიერ-მინისტრმა ელჩებს შესთავაზა, მობრძანდით, ხალხის თანდასწრებით კითხვებზე პასუხს გავცემთო - შემდეგ კი, ყველას თავისი აზრი ექნებოდა.

ზუსტად ესაა ვასალური დამოკიდებულება, როდესაც უცხო ქვეყნის ელჩი ამდენს ბედავს. პარტნიორი ქვეყნის ელჩია, ჩვენც გვინდა პარტნიორობა, მაგრამ ის ჩვენ არ გვესაუბრება, როგორც პარტნიორს. აქამდე იქცეოდა დიპლომატიურად, როგორც პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენელი, თუმცა, როგორც კი ისაუბრებს როგორც უფროსი ქვეყნის წარმომადგენელი, რა თქმა უნდა, ჩვენ ვიტყვით, რომ ჩვენ სუვერენული ქვეყანა ვართ. ჩვენ პარტნიორის ელჩი გვჭირდება და არა მეფისნაცვალი - მეფისნაცვალი გვყავდა რუსეთიდან და ამაზე უარი ვთქვით. ახლა გვინდა პარტნიორის ელჩი, რომელიც ქვეყნის პირველ პირთან მობრძანდება, კითხვებს სახალხოდ დასვამს და ამასთან, პრემიერ-მინისტრი სახალხოდ გასცემს პასუხს", - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×