რეზონანსი
27.04.2024

რეზოლუციებსა და საერთაშორისო გამოხმაურებებთან დაკავშირებით ვიტყოდი, რომ მათ წონასა და ფასზე უფრო მნიშვნელოვანია სიმართლე. ვფიქრობ, საქართველოს მოქალაქეები ძალიან კარგად ხედავენ ამ სიმართლეს და იმ მოტივაციას, რის გამოც მმართველი გუნდი ამ კანონპროექტს (გამჭვირვალობის შესახებ) თუ საკონსტიტუციო ცვლილებებს აინიცირებს", - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა „ქრონიკაში" განაცხადა.

„საზოგადოება შეეჩვია ევროპარლამენტის საკმაოდ დისკრედიტირებულ რეზოლუციებს. ეს რეზოლუცია პირველი არ არის იმ აბსურდული ჩანაწერებით, როგორიც არის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნა და მეორე მხრივ, ქართველი ხალხისთვის უმნიშვნელოვანესი ადამიანის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მიმართული ჩანაწერები. რეზოლუცია, რომელიც ამ ორ ანბანურ ჭეშმარიტებაზე საწინააღმდეგოს უმტკიცებს ქართველ ხალხს, რა თქმა უნდა ვერ იქნება წონადი.

რაც შეეხება რეზოლუციის ტექსტში ჩადებული საკანონმდებლო ცვლილებებზე კონკრეტულ წნეხს, მე როგორც პარლამენტის დეპუტატი და დამოუკიდებელი ჩემს მოქმედებებში, ძალიან მძიმედ ვაფასებ ევროპარლამენტარების ამგვარ ჩარევას. ჩვენ, ლეგიტიმური მანდატის მქონე კანონმდებლებს, გვაქვს უფლება, რომ ხალხის სახელით დავაინიციროთ და მივიღოთ კანონი და გამოვხატოთ ჩვენი მოსახლეობის ინტერესი", - აღნიშნა ნინო წილოსანმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×