რეზონანსი
09.05.2024

ბლოგერ უჩა აბაშიძის ადვოკატის განცხადებით, უჩა აბაშიძის წინააღმდეგ გამოძიება სსკ-ის 236-ე მუხლით დაიწყო, რაც იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

როგორც ადვოკატმა აღნიშნა, საგამოძიებო მოქმედბები უჩა აბაშიძის მონაწილეობის გარეშე ჩატარდა.

„იარაღის და საბრძოლო მასალების უკანონო შეძენა-შენახვაზეა გამოძიება დაწყებული. ჯერ ექსპერტიზები დაინიშნება ამ იარაღზე და შემდეგ იტყვის გამოძიება, რომელიმე რეგისტრირებული იყო თუ არ იყო", - განაცხადა ადვოკატმა.

ბლოგერ უჩა აბაშიძის საცხოვრებელ სახლში პოლიციის შესავლის თაობაზე ინფორმაცია დაახლოებით 20:00 საათზე გავრცელდა. პოლიცია სახლში საგამოძიებო მოქმედებებს რამდენიმე საათის განმავლობაში ატარებდა, შედეგად სახლიდან სამართალდამცველებმა გარკვეული ნივთები ამოიღეს და უჩა აბაშიძე დააკავეს.

ადგილზე ამ დრომდე რჩებიან "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები, რომელთაც ბლოგერის სახლთან მას შემდეგ გადაინაცვლეს, რაც მედიაში გავრცელდა ინფორმაცია უჩა აბაშიძის სახლში პოლიციის შესვლის შესახებ. თავად უჩა აბაშიძეც კანონპროექტის აქტიური კრიტიკოსი და მოწინააღმდეგეა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×