რეზონანსი
07.05.2024

სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20 ივნისის საქმეზე სახელმწიფოს დარღვევა დაუდგია. ინფორმაციას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს.

საჩივრები ე.წ. გავრილოვის ღამის დაშლისას სახელმწიფოს მიერ ძალის გადამეტებასა და განხორციელებულ ქმედებებზე ეფექტიანი გამოძიების ჩაუტარებლობას ეხება.

"ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება ადასტურებს იმ სისტემურ პრობლემებს, რომლებიც სახელმწიფოს მხრიდან აქციების ძალის გამოყენებით დაშლის ფაქტებზე გამოძიების წარმოებისას ვლინდება", - მიუთითებს საია.

ორგანიზაციის ცნობით, დღეს სასამართლომ გადაწყვეტილება 26 პირის საქმეზე მიიღო, საიდანაც 22 ადამიანის ინტერესებს საია ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ ცენტრთან ერთად აწარმოებდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×