წინასწარი ულტიმატუმებით ქვეყანასთან საუბარი არის ძალიან ცუდი. პრემიერ-მინისტრმა უკვე შესთავაზა პარტნიორებს ღია დისკუსიის გამართვა იმასთან დაკავშირებით, თუ რაში ხედავენ პრობლემას, - ამის შესახებ „დღის ქრონიკაში" საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა. „ძალიან მნიშვნელოვანია პრემიერ-მინისტრის მოწოდება, რომ სამართალდამცავმა ორგანოებმა მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინონ და მაქსიმალურად იყვნენ მობილიზებულები იმისთვის, რომ სწორედ ასეთი პროვოკაციები არ განხორციელდეს. მეორე საკითხია ის, რომ ჩვენ გვაქვს მუდმივი კომუნიკაცია პარტნიორებთან. როდესაც ევროკომისიის გაფართოების დირექტორატის გენერალური დირექტორი იყო ჩამოსული, მას და პრემიერს შორის საუბარშიც გამოიკვეთა, რომ მათაც სურთ, ამ საკითხთან დაკავშირებით აზრთა ურთიერთგაცვლა დაიწყოს. ჩვენ მზად ვართ, პრემიერ-მინისტრმა უკვე რამდენიმე განცხადება გააკეთა, რომ ნუ იქნება შაბლონური და მაპროვოცირებული განცხადებები, და შესთავაზა პარტნიორებს ღია დისკუსიის გამართვა იმასთან დაკავშირებით, თუ რაში ხედავენ პრობლემას, რაც ხელს არ უწყობს ევროპულ ფასეულობებს და ჩვენი ქვეყნის ინტერესებს და რაც რატომღაც ვიღაცამ „რუსულ ინტერესად" მიიჩნია. ალბათ, ეს დიალოგი გაგრძელდება. წინასწარი ულტიმატუმებით ქვეყანასთან საუბარი არის ძალიან ცუდი. როდესაც შენ არ გინდა ამ ქვეყნის მიერ გადადგმული სუვერენული ნაბიჯების შინაარსში ახსნა-განმარტება მოისმინო და პირდაპირ ეუბნები, რომ ეს რუსულია. მოდით ასე ვთქვათ, ეს შეურაცხმყოფელია - რას ჰქვია, „რუსულია"? ანუ, შენ უფრო დიდი პატრიოტი ხარ, ვიდრე საქართველო და მისი მთავრობა? შენ უფრო მეტად გინდა საქართველოს დეოკუპაცია, ვიდრე საქართველოს? უნდა დამთავრდეს ის მიდგომა, რომ გარედან იმართებოდეს საქართველოში პროცესები", - აღნიშნა ქადაგიშვილმა.
|
ვიდეო რეკლამა სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია" ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე ლიცენზია
ვიდეო რეკლამა |
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|